ნიკოლოზ დურნოვო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: კერძოთ → კერძოდ using AWB
ხაზი 1:
{{ვიკი}}
{{გასწორება}}
'''ნიკოლოზ დურნოვო''' (დ. [[4 ნოემბერი]], [[1876]] — გ. [[7 ოქტომბერი]], [[1936]]) — რუსი [[ისტორიკოსი]] და [[ფილოლოგი]], მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1924), ბელორუსიის წევრ-კორესპონდენტი (1928).
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 18:
 
==სტატია ქართულ გაზეთში==
{{ციტატა|ხშირად გვეკითხებიან, ვინ არის ეს დურნოვო, რომ ასე თავგამოდებით, იცავს საქართველოს ეკლესიასო? მართლაც, დურნოვოს გაბედული კილო, იშვიათი გულწრფელობა და ჩვენი საეკლესიო ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა ყველას აკვირვებს.
 
შეგნებულ ქართველთა წარმოდგენილებაში დურნოვო საქართველოს ეკლესიის მედგარ დარაჯათ ისახება. რუს მწერალთა შორის ასეთი მაგალითი არა თუ იშვიათი - ერთადერთი შემთხვევაა. მრავალ შეკითხვათა საპასუხოთ ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ, ვინ არის დურნოვო და როგორ უნდა ვუყურებდეთ მის მოქმედებას.
 
საუკეთესო იდეალი კაცობრიობის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა. ჭეშმარიტების ძიებაში საუკეთესო ადამიანები უმაღლეს სიამოვნებას ჰპოვებენ. ადამიანის მაღალი დანიშნულებაა პირველ ყოვლისა, ჭეშმარიტებას ემსახუროს და შემდეგ სხვა საგნებს. აი ასეთი ადამიანის მოწოდება და, თუ ცხოვრებაში დავინახეთ ისეთი მაგალითი, რომ ადამიანი მართლაც ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და ყოველ თავის საყვარელ და კერძოთკერძოდ სათაყვანო ინტერესებს ივიწყებს და ჭეშმარიტებას ანაცვლებს, ეს გვახარებს, ეს გვიამება და რაღაც იმადს გვისახავს, რომ ადამიანი გამოდის, და ის შესაფერ სიმაღლეს გვეჩვენება.
 
ერთი ასეთი მაგალითი სწორედ ბ-ნი ნ. დურნოვო არის. მისი პიროვნება და მისი პოზიცია საქართველოს ეკლესიის საკითხში მართლაც საყურადღებოა, სწორედ თითით საჩვენებელია.
 
ნ. დურნოვო არის საფუძვლიანი მცოდნე ღვთის მეტყველებისა, განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობისა, როგორც კანონისტი დურნოვო ავტორიტეტია არა მარტო რუსეთში - მთელ მართმადიდებელ ეკლესიაში. დურნოვო გულწრფელი პატრიოტია, მიმართულებით მემარჯვენე. კერძო ცხოვრებაში იშვიათი ქველ-მოქმედი, გულკეთილი მოქალაქე და თავგამოდებული დამცველი სიმართლის ყოველ სფეროში. აღსანიშნავია მისი უანგარო მოღვაწეობა მწერლობაში.
 
მემარჯვენე მიმართულების პირებზე ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს შედგენილი, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში სამშობლოს ინტერესებს განსაკუთრებით იცავენ და აქ ხშირად ვიწრო პატრიოტულ გრძნობას იჩენენ, რომელიც სტუქსავს მათში ისეთ მაღალ პრინციპებს, როგორიცაა ჭეშმარიტების სამსახური და სამართლიანობა. ამ პირთა შორის იშვიათ გამონაკლისს შეადგენს ნ.დორნოვო. ის ძველ რეჟიმის დროსაც თამამად და გუწრფელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. რუსეთის საეკლესიო მთავრობას მუდამ ამხილებდა უწესო და უსამართლო მოქმედებაში. დღესაც დურნოვო გადაჭრით მოითხოვს კანონიურის წესით აღიარებულ იქნეს საქართველოს ეკლესიის ტერიტურიული ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიას დაუბრუნოს თავისი ქონება: საყდრები, მონასტრები, მამულები, ნივთები და სხვა. ამას მოითხოვს დურნოვო და ჩვენში ბევრი გაკვირვებით გვეკითხება, რა ალაპარაკებს ამნაირათო? ამას ალაპარაკებს მეცნიერის მოვალეობა, ჭეშმარიტების სიყვარული, სიმართლის პატივისვემა და ამაზე დამყარებული სამართლიანობა. მართალია ბ-ნი დურნოვო მემარჯვენე რუსია, მაგრამ ის ჯერ სამართლიანი ადამიანია, ჯერ მიუდგომელი მეცნიერია, ჭეშმარიტების უანგარო მოსამსახურეა და შემდეგ მემარჯვენე პატრიოტია. აი ასეთი უნდა იყოს ადამიანი და მაშინ აღარ იქნება ბოროტება ქვეყანაზე.
 
დურნოვოსთანა კაცები ცოტაა ქვეყანაზე და მეტადრე რუსეთში.
 
მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანის ხმა სახელმწიფო ცხოვრების მეთაურებს არ ესმით და ამის გამო ისეთ შეცდომებს სჩადიან, რომლის გასწორება შემდეგ საძნელო ხდება, და მთელი საუკუნის განმავლობაში ხალხი იტანჯება ხოლმე.
 
ძველი მთავრიბის სიმრავლე იქამდე მივიდა, რომ დურნოვოსთანა გულწრფელი და უანგარო მეცნიერის აზრს გვერდს უვლიდა და ბიწიერებით და დამნაშავობით ცნობილი ადამიანების, როგორიც იყვნენ ვოსტორგოვიდა ძმანი მისნი, აზრებით ხელმძღვანელობდა.
 
აი სწორედ ასეთმა სიბრმავემ ძველი მთავრობა დამხობის დღემდე მიიყვანა.
 
რა გზას დაადგება ახალი მთავრობა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ძველი მთავრობის კვალზე რომ არ ივლის, ეს უკვე ცხადია, მაგრამ სახიფათო შეცდომიდან რომ თავი განითავისუფლოს, ამის იმედი ჯერ არა გვაქვს. ჩვენი ეკლესიის საკითხის გარშემო ახალ მთავრობას დიდი რყევა ემჩნევა და ვაი თუ ბოროტ გამზრახველთა მოქმედებამ ახალი მთავრობაც შეაცდინოს.
 
ერთად ერთი გზა საქართველპოს ეკლესიის საკითხის სწორედ გადასაწყვეტი არის დურნოვოს მოთხოვნილების აღსრულება.}}(ტრიფონ ჯაფარიძე „ჩვენი ქვეყანა“, 1917 წ. #54, 15/6. გვ. 1-2)