თემურ-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 36:
'''ოლჯეითუ თემურ-ყაენი''' იგივე '''იმპერატორი ჩენგძონგი''' (დ. [[15 ოქტომბერი]], [[1266]] – გ. [[10 თებერვალი]], [[1307]] [[პეკინი|ხანბალიქი]]) – [[იუანის დინასტია|იუანის დინასტიის]] მე-2 იმპერატორი [[1294]]-[[1307]] წლებში, [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა]] ნომინალური [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია| ყაენი]], ზენჩინის ვაჟი, [[ყუბილაი|ყუბილაი-ყაენის]] შვილიშვილი და მემკვიდრე. [[1289]] წელს, მამამისის სიკვდილის შემდეგ ბაბუამისმა გამოაცხადა თავის მემკვიდრედ. [[1294]] წელს აიღო ხელში ძალაუფლება, [[ყუბილაი]]ს გარდაცვალებიდან თითქმის 3 თვეში.
 
თემურ-ყაენი იყო [[კულტურა|კულტურისა]] და [[პოეზია|პოეზიის]] თაყვანისმცემელი და მფარველი. ეყრდნობოდა [[კონფუციანელობა]]ს და ცდილობდა მისი გამოყენებით [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა]] ხელისუფლების განმტკიცებას. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დანარჩენ [[მონღოლები|მონღოლურ]] სახანოებთან. [[ჰულაგუიანები]] და [[ოქროს ურდო]]ს ყაენები ნომინალურად აღიარებდნენ მის სუვერენიტეტსსიუზერენიტეტს. [[1296]]-[[1297]] წლებში მისი ბრძანებით მონღოლები და ჩინელები თავს დაესხნენ [[იაპონია]]ს, მაგრამ მალევე სასტიკად დამარცხდნენ საზღვაო ბრძოლაში და უკან დახევა მოუწიათ. თემურ-ყაენს აგრესიული პოლიტიკა ჰქონდა [[კორეა|კორეის]] მიმართ, რასაც [[1303]] წელს კორეელებმა აჯანყებით უპასუხეს. რამდენიმე თვიანი შეტაკებების შემდეგ ყაენის არმიამ შეძლო ამბოხებულთა დამარცხება. კორეელთა აჯანყებები თემურ-ყაენის მემკვიდრეების მმართველობის დროსაც გაგრძელდა.
 
გარდაიცვალა თითქმის 13 წლიანი მმართველობის შემდეგ, [[1307]] წლის [[10 თებერვალი|10 თებერვალს]], [[პეკინი|ხანბალიქში]]. მისი უფროსი ვაჟი, ტაჩუ, მამის გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე აღესრულა. ამის გამო, თემურის შემდეგ [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია|ყაენი]]სა და [[იუანის დინასტია|იუანის]] [[იმპერატორი]]ს ტიტული მიიღო მისმა ძმისშვილმა, [[ქულუგ-ყაენი|ქულუგ-ყაენმა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურ-ყაენი“-დან