კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
}}
[[ფაილი:Canada rugby team during anthems at RWC.jpg|thumb|right|250px|კანადის ეროვნული ნაკრები 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე]]
'''კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები''' ({{lang-en|Canada national rugby union team}}) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს [[რაგბი]]ს საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ადმინისტრაციულად კანადის ეროვნულ ნაკრებს მართავს [[კანადის რაგბის კავშირი]], რომელიც წარმოადგენს [[კანადა]]ს [[მსოფლიო რაგბი|რაგბის საერთაშორისო კავშირში]]. ეროვნული ნაკრები თამაშობს წითლიწითელი და შავი ფორმებით.
 
პირველი სარაგბო თამაში კანადელი მორაგბეების მონაწილეობით გაიმართა 1874 წელს, როდესაც [[მაკგილის უნივერსიტეტი]]ს მოთამაშეები შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს [[ჰარვარდის უნივერსიტეტი]]დან ქალაქ [[კემბრიჯი (მასაჩუსეტსი)|კემბრიჯში]]. მას შემდეგ ყოველ წლისს ნოემბერში ტარდება ამ ორ საუნივერსიტეტო გუნდებს შორის შეხვედრა 1870-იანი წლების რაგბის წესების მიხედვით. თავისი პირველი შეხვედრა კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩაატარა 1932 წლის 31 იანვარს და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [[იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები|იაპონიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან]].
 
კანადის ეროვნული ნაკრები 2015 წლამდე უძლიერესი იყო [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] და მეორე [[კონტინენტი|კონტინენტზე]] [[არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები]]ს შემდეგ.
 
== ისტორია ==
1874 წელს [[აშშ]]-ის [[მასაჩუსეტსი]]ს შტატის ქალაქ კემბრიჯში შედგა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი სარაგბო თამაში მაკგილის და ჰარვარდის უნივერსიტეტების გუნდებს შორის. ამავე წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველად ჩატარდა მატჩი [[ამერიკული ფეხბურთი]]ს წესებით. ამ მომენტიდან ყოველწლიურად ნოემბერში ტარდება მატჩი ამ უნივერსიტეტების გუნდებს შორის «კოვოს თასის» სახელწოდებით, ამასთან შეხვედრის ჩატარების ადგილი მონაცვლეობითია. მაკგილის უნივერსიტეტი თავის თავს უწოდებს კანადის ყველაზე უფრო ძველ სარაგნო კლუბს, თუმცა დე-იურე ასეთი კლუბი «ვესტმაუნტია».
 
კანადის რაგბის კავშირი დაარსდა 1884 წელს, მაგრამ მოგვიანებით გადაკეთდა კანადის საფეხბურთო ლიგად, ხოლო რაგბი კანადაში თანდათან შეერწყა [[კანადური ფეხბურთი|კანადურ ფეხბურთს]]. 1902-1903 წლებში კანადის გუნდმა პირველად გამართა ტურნე [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]]. 1909 წელს კანადის გენერალ-გუბერნატორმა [[ალბერტ გრეი]]მ წარმოადგინა [[გრეის თასი|თასი]], რომელიც მას შემდეგ გადაეცემოდა კანადის საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულს. კანადაში რაგბის მატჩების გამართვის წესი დიდი ხნის განმავლობაში განსხვავდებოდა სხვა ქვეყნებში გამართული რაგბის მატჩების წესებისაგან (მაგალითად, ნებადართული იყო წინ თამაში). კანადის რაგბის კავშირი იმ დროს ავითარებდა თამაშს, რომელიც ძალიან ჰგავდა ამერიკულ ფეხბურთს.
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი]] და [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომების]] დროს რაგბის მატჩები არ ტარდებოდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა თამაშის განვითარება კანადაში. 1919 წელს კანადელი მოსამსახურეების გუნდმა ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა [[ინგლისი]]ს, [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]], [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის]] და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] გუნდების წინააღმდეგ. 1929 წელს დაიწყო კანადის სარაგბო კავშირის ფორმირება და კანადის ეროვნული ნაკრები ორმხრივი ურთიერთობის გასავითარებლად და ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად 1932 წელს გაემგზავრა [[იაპონია]]ში. ნაკრები დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი კანადელებით, [[ბრიტანეთის კოლუმბია]]ში მაცხოვრებლებით და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულებით. ორივე ტესტ-მატჩი კანადელებმა წააგეს ანგარიშით 9-8 და 38-5.
 
1962 წელს უკვე თითქმის მთლიანად ბრიტანეთის კოლუმბიელებით დაკომლექტებული კანადის ნაკრები გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. კანადის სარაგბო კავშირი 1965 წელს გადაკეთდა სხვა ორგანიზაციად, ოდნავ შეცვლილი სახელით — კანადის რაგბის კავშირი. 1966 წელს [[ტორონტო]]ში ჩატარდა მატჩი, რომელშიც კანადის ეროვნული ნაკრები შეხვდა ავსტრალიიდან უკან მომავალ «[[ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები|ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს]]», რომელშიც გაიმარჯვეს სტუმრებმა 19-8. კანადელები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ ჩრდილოეთი ამერიკის უძლიერეს ნაკრებად, მაგრამ ხშირად მარცხდებოდნენ [[ევროპა|ევროპის]] და სამხრეთი ნახევარსფეროს ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებთან შეხვედრებში.
 
{{ესკიზი-რაგბი}}