საზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Saz.JPG|thumb|]]
'''საზი''' (სპარსული სიტყვა ساز, რომელიც ნიშნავს „ინსტრუმენტს“) ინსტრუმენტი ლიუთნის სახის ტამბურის ოჯახიდან. გავრცელებულია ამიერკავკასიის ხალხებში, ირანში, ავღანეთში, თურქეთში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში, ასევა თათრებში და ბაშკირებში. წარმოადგენს აზერბაიჯანელი აშუღების ტიპიურ ინსტრუმენტს.<ref>[http://atlas.musigi-dunya.az/az/saz.html САЗ ]atlas.musigi-dunya.az </ref> საზი [[აღმოსავლეთი|აღმოსავლური]] სიმებიანი საკრავისაკრავია, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა.
 
საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის ([[XIII საუკუნე|XII]] ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ [[აშუღი|აშუღები]] - ხალხური მომღერლები, პოეტი–იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები.
საქართველოში გავრცელდა [[XVIII საუკუნე|XVIII]] ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანულ]] მოსახლეობაში.
 
ირანიკას ენციკლოპედიის თანახმად საზის წინამორბედად ითვლება შირვანული ტანბური, რომელიც ერთობ პოპულარული იყო ასევე თავრიზში და რომელიც აღწერილია XV საუკუნის სპარსული მუსიკოსისა და მუსიკის თეორეტიკოსის აბდულჰადირ მარაღის მიერ. მუსიკალური ენციკლოპედიის მიხედვით საზი - არის ერთ-ერთი უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტი. მის წინამორბედებად ითვლებიან სეტარი (ანუ ჯუფთი საზი; რომელიც მოიხსენიება სპარსული პოეზიის კლასიკოსის ნიზამის პოემებში, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე- XII საუკუნეში დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) და დუთარი, რომელსაც გააჩნია მსგავსი ფორმა. აზერბაიჯანელი ხელოვნებათმცოდნის მეჯნუნ ქერიმოვის თვალსაზრისით, თანამედროვე აზერბაიჯანული საზი წარმოადგენს გოფუზის სრულყოფილ გაუნჯობესებულ ვერსიას, ხოლო თანამედროვე სახე საზმა მიიღო ირანის შაჰის ისმაილ ხათაის ხანასი (მე- XVI საუკუნე).
თურქეთში საზს უწოდებენ ორ მსგავს ინსტრუმენტს: 1) „ბაღლამა“-ს (bağlama, baglama)
7 სიმიან (ორ წყვილიან და ერთ სამიან სიმიან) დიდ საზს, 2) „ჯურა“-ს (cura) – 6 სიმიან (სამ წყვილიან ) მომცრო საზს.
 
საზის სამი სახეობისგან (ზომებისგან) ყველაზე გავრცელებულ სახეობას აზერბაიჯანში წარმოადგენს „თავარ საზი“ ან „ანა საზი“, რომელნიც წარმოადგენენ ცხრა, ზოგჯერ კი რვა სიმიან ინსტრუმენტს. მისგან განსხვავებით, ოდნავ უფრო კომპაქტური, „ოპთა“ ან „გოლთუგ“ საზს გააჩნია ექვსი, ზოგჯერ შვიდი სიმი, ხოლო მომცრო „ჯურა“ საზი არის ოთხ - ექვს სიმიანი ინსტრუმენტი.
მე- XX საუკუნეში, განსაკუთრებით კი ბოლო ნდროს , საზზე მუღამური შესრულების გავრცელებით, ჰარმონიის რიცხვი გაიზარდა 17-18 -მდე.
შესრულება (აზერბაიჯანი) ჟღერადობა წარმოიშვება პლექტრის მეშვეობით, რომელიც როგოც წესი მზადდება ალუბლის ქერქისაგან. საზზე უკრავენ როგორც სოლო ასევე ანსამბლის შემადგენლობაში. იგი წარმოადგენს აზერბაიჯანელი აშუღების ძირითად მუსიკალურ ინსტრუმენტს, ასევე შედის აზერბაიჯანის მუსიკალური ინსტრუმენტების ორკესტრის შემადგენლობაში.
 
==ლიტერატურა==
Line 11 ⟶ 20:
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=3538 საზი]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საზი“-დან