რუსთავის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი წასაშლელია
No edit summary
ხაზი 1:
{{წასაშლელი|ტესტური გვერდი}}'''''რუსთავის ეპარქია''''' აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ რუსთავს. ეპარქიის იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს, დასავლეთიდან ბოლნისის, სამხრეთიდან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიები. რუსთავის ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.
ისტორია
ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია “ეკლესიისა საფუძველი”. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთველი ეპისკოპოსის რეზიდენცია გადავიდა მარტყოფში. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. XV საუკუნის ბოლოდან სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა.