მარკო პოლო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ 87.253.50.217-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
||
ხაზი 30:
}}
'''მარკო პოლო''' ({{lang-it|Marco Polo;}} დ. [[15 სექტემბერი]], [[1254]], [[ვენეცია]] — გ. [[8 იანვარი]], [[1324]], [[ვენეცია]]) — ვენეციელი [[ვაჭარი]] და [[მოგზაური]], ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც [[აბრეშუმის გზა|აბრეშუმის გზის]] გავლით [[ჩინეთი|ჩინეთს]] მიაღწია. ვენეციელ ვაჭარ მამასა და ბიძასთან ერთად პოლო დაახლოებით [[1271]]-[[1275|1275 წლებში]] ზღვით მივიდა [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გაიარა [[სომხეთის მთიანეთი]], [[მესოპოტამია]], [[ირანის მთიანეთი]], [[პამირი]], [[კაშგარი]] და ჩავიდა [[ჩინეთი|ჩრდილოეთ ჩინეთში]]. [[იუანის დინასტია|იუანის იმპერატორის]], [[ყუბილაი]]ს სამსახურში ყოფნის დროს ([[1292|1292 წლამდე]]) მოინახულა ქვეყნების სხვადასხვა მხარე. [[1295|1295 წელს]] წამოვიდა [[ჩინეთი|სამხრეთ ჩინეთიდან]], გაიარა ირანი და ზღვით დაბრუნდა [[ვენეცია]]ში. დაახლოებით [[1297|1297 წელს]] ტყვედ ჩაუვარდა გენუელებს. მისი ნაამბობი მოგზაურობაზე ჩაიწერა ტუსაღმა რუსტიჩანომ, შემდგომში ამ ჩანაწერებით შედგა „მარკო პოლოს წიგნი“ — ძვირფასი წყარო სხვადასხვა ქვეყნების [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიისა]] და [[ისტორია|ისტორიის]] შესახებ. წიგნში მრავლადაა აგრეთვე ხალხური თქმულებები, ლეგენდები და ზღაპრები. წიგნი ითარგმნა [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპის]] მრავალ ენაზე და [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნე]]ების ზღვაოსნების (მათ შორის [[ქრისტეფორე კოლუმბი]]ს) კარტოგრაფებისა და მწერლების დიდი ინტერესი გამოიწვია. მის წიგნში ნახსენებია [[საქართველო]]ც. ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა [[ჩინეთი|ჩინეთს]].
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Поло%20Марко/ მარკო პოლო – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/468139/Marco-Polo მარკო პოლო – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/102004409 მარკო პოლო აბრეშუმის გზით ჩინეთისაკენ]
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
{{DEFAULTSORT:პოლო, მარკო}}
[[კატეგორია:იტალიელი მოგზაურები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1254]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1324]]
[[კატეგორია:შუა საუკუნეების მოგზაურები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 8 იანვარი]]
|