მარკო პოლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამ სისულელეს აქ რა უნდა ისე?
→‎რესურსები ინტერნეტში: მარკო პოლო და მისი მოგზაურობები
ხაზი 30:
}}
'''მარკო პოლო''' ({{lang-it|Marco Polo;}} დ. [[15 სექტემბერი]], [[1254]], [[ვენეცია]] — გ. [[8 იანვარი]], [[1324]], [[ვენეცია]]) — ვენეციელი [[ვაჭარი]] და [[მოგზაური]], ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც [[აბრეშუმის გზა|აბრეშუმის გზის]] გავლით [[ჩინეთი|ჩინეთს]] მიაღწია. ვენეციელ ვაჭარ მამასა და ბიძასთან ერთად პოლო დაახლოებით [[1271]]-[[1275|1275 წლებში]] ზღვით მივიდა [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გაიარა [[სომხეთის მთიანეთი]], [[მესოპოტამია]], [[ირანის მთიანეთი]], [[პამირი]], [[კაშგარი]] და ჩავიდა [[ჩინეთი|ჩრდილოეთ ჩინეთში]]. [[იუანის დინასტია|იუანის იმპერატორის]], [[ყუბილაი]]ს სამსახურში ყოფნის დროს ([[1292|1292 წლამდე]]) მოინახულა ქვეყნების სხვადასხვა მხარე. [[1295|1295 წელს]] წამოვიდა [[ჩინეთი|სამხრეთ ჩინეთიდან]], გაიარა ირანი და ზღვით დაბრუნდა [[ვენეცია]]ში. დაახლოებით [[1297|1297 წელს]] ტყვედ ჩაუვარდა გენუელებს. მისი ნაამბობი მოგზაურობაზე ჩაიწერა ტუსაღმა რუსტიჩანომ, შემდგომში ამ ჩანაწერებით შედგა „მარკო პოლოს წიგნი“ — ძვირფასი წყარო სხვადასხვა ქვეყნების [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიისა]] და [[ისტორია|ისტორიის]] შესახებ. წიგნში მრავლადაა აგრეთვე ხალხური თქმულებები, ლეგენდები და ზღაპრები. წიგნი ითარგმნა [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპის]] მრავალ ენაზე და [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნე]]ების ზღვაოსნების (მათ შორის [[ქრისტეფორე კოლუმბი]]ს) კარტოგრაფებისა და მწერლების დიდი ინტერესი გამოიწვია. მის წიგნში ნახსენებია [[საქართველო]]ც. ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა [[ჩინეთი|ჩინეთს]].
{| class="wikitable"
|'''მარკო პოლო და მისი მოგზაურობები'''
|-
|-
|მარკო პოლო (15 სექტემბერი, 1254, ვენეცია; 8 იანვარი, 1324, ვენეცია) – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მისი მოგზაურობა აღწერილია რუსტიჩელო პიზელის Il Milione–ში, რომელიც მარკო პოლომ თავად უკარნახა ავტორს 1298–1299 წლებში გენუაში ციხეში ყოფნისას.
 
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.  
 
აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალოფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით. 
აბრეშუმის დიდი გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმი, მანიქევლობა, იუდაიზმი, ისლამი, ნესტორიანელობა).
|}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარკო_პოლო“-დან