რაიხსტაგი (ვაიმარის რესპუბლიკა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''რაიხსტაგი''' ({{lang-de|Reichstag}}, ''იმპერიის საბჭო'') [[ვაიმარის რესპუბლიკა|ვაიმარის რესპუბლიკის]] დროს იყო [[გერმანია|გერმანიის]] [[პარლამენტი]], რომელიც ფლობდა ქვეყანაში უმაღლეს ძალაუფლებას, როგორც სუვერენული ერის წარმომადგენელი.
 
[[1919]] წლის [[ვაიმარი|ვაიმარის]] [[კონსტიტუცია|ვაიმარის კონსტიტუციის]] მიხედვით რაიხსტაგი ირჩეოდა ყოველ 4 წელიწადში საყოველთაო, თანასწორი, საიდუმლო და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. რაიხსტაგში მოსახვედრად საჭირო იყო მინიმუმ 60.000 საარჩევნო ხმის დაგროვება. რაიხსტაგი იღებდა კანონებს და ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს, წყვეტდა ომისა და ზავის საკითხებს და აკანონებდა სახელმწიფო ხელშეკრულებებს. [[რაიხსპრეზიდენტი|რაიხსპრეზიდენტს]] უფლება ჰქონდა დაეთხოვა რაიხსტაგი. [[რაიხსკანცლერი]] და [[რაიხსმინისტრი|რაიხსმინისტრები]] უნდა გადამდგარიყვნენ თუ რაიხსტაგი მათ უნდობლობას გამოუცხადებდა.
 
ვაიმარის რესპუბლიკის კრიზისის წლებში ([[1931]]-[[1933]]) რაიხსტაგმა ფაქტობრივად დაკარგა თავისი პოლიტიკური გავლენა. [[1933]] წლის [[23 მარტი|23 მარტის]] "ძალაუფლების ჩამორთმევის კანონით" ''([[გერმანული ენა|გერმ.]] Ermächtigungsgesetz)'' [[ჰიტლერი, ადოლფ|ჰიტლერმა]] ნულამდე დაიყვანა რაიხსტაგის გავლენა და დაამყარა [[ნაციზმი|ნაცისტური]] [[დიქტატურა]]. აკრძალულ იქნენ მემარცხენე პარტიები, ცენტრალურმა და მემარჯვენე პარტიებმა თვითლიკვიდაცია მოახდინეს და რაიხსტაგი გადაიქცა "[[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|NSDAP]]"-ის მიერ კონტროლირებად ერთპარტიულ პარლამენტად, რომლის უკანასკნელ სხდომას ადგილი ჰქონდა [[1942]] წლის [[26 აპრილი|26 აპრილს]].