კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

კუკის არქიპელაგის ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულების [[ნიადაგი|ნიადაგს]] აქვთ [[ოკეანეთი]]ს სხვა ატოლებივით ტიპიური შემადგენლობა: მარჯნის ნამცხვრევები და ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობა, რომლებიც მოგროვილია ზედა შრეებში<ref name="უ">{{cite web|last=Cook Islands National Report.|url=http://www.unccd.int/cop/reports/asia/national/2002/cook_islands-eng.pdf#|title=Soils|publisher=Cook Island Government|date=2002|accessdate=2007-08-27|archiveurl=http://www.webcitation.org/615kepAxd|archivedate=2011-08-21}}</ref>. ეს ნიადაგი ნაკლებად ნაყოფიერია და გამოსადეგია მხოლოდ [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმისათვის]], [[პანდანუსი|პანდანუსებისათვის]] და ზოგიერთი სხვა სახის ტროპიკული მცენარეებისათვის. [[ჭაობი|ჭაობიან]] ადგილებში იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დათესილი [[ტარო (მცენარე)|ტარო]].
 
კუკის არქიპელაგის სამხრეთის ჯგუფის კუნძულების ნიადაგი ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა და ამიტომაც გაცილებით ნაყოფიერია, შესაბამისად უფრო გამოსაყენებელია სოფლის მეურნეობისათვის<ref name="უ" />. რაროტონგისა და აიტუტაკის გამოკლებით სამხრეთის ჯგუფის კუნძულების დიდი ნაწილი შედგება [[ამაღლებული ატოლი]]საგან (მაკატეა) ძალიან დაკლაკნილი რელიეფით. იმის გამო, რომ მაკატეა შედგება მარჯნული [[კირქვა|კირქვისაგან]], ნიადაგს ამ ადგილას აქვს [[წყალბადი]]ს მაჩვენებლის მაღალი დონე<ref name="ბ-1">{{cite web|last=Eroarome Martin Aregheore.|url=http://www.fao.org/ag/Agp/agpc/doc/Counprof/southpacific/cook.htm#|title=Cook Islands|publisher=The University of the South Pacific, School of Agriculture|date=|accessdate=04-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615ki6ZPI|archivedate=2011-08-21}}</ref>. კუნძულების დაბლობებში ჭარბობს ნაყოფიერი [[ალუვიონი|ალუვიონური]] ნიადაგი. ატიუს და მანგაიას ზოგიერთი შიდა რაიონები განიცდის ძლიერ [[ეროზია]]ს (ეს გამოწვეულია [[ანანასი]]ს [[პლანტაცია|პლანტაციების]] გაშენებით). კუნძულ რაროტონგას მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ეროდირებული ნიადაგით.
 
ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე პატარა ფართის და პატარა სიმაღლის გამო არ არსებობს არანაირი [[მდინარე]]ები<ref name="ვ">{{cite web|last=Cook Islands National Report.|url=http://www.unccd.int/cop/reports/asia/national/2002/cook_islands-eng.pdf#|title=Water|publisher=Cook Island Government|date=2002|accessdate=2007-08-27|archiveurl=http://www.webcitation.org/615kepAxd|archivedate=2011-08-21}}</ref>. ამის მაგივრად [[წყალი]], ჩაედინება რა მიწის ქვეშ, წარმოქმნის [[ლინზა]]ს მსუბუქად მარილიანი წყლით. მაგრამ ეს წყლის მარაგი სწრაფად ილევა, ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად წვიმის წყლის იმედზეა, რომელსაც ისინი აგროვებენ სპეციალურ რეზერვუარებში. პუკაპუკას, ნასაუს, რაკაჰანგას კუნძულებზე არის [[ჭა|ჭები]].