კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

მთავარი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე, არის განათლების სამინისტრო. 2000 წელს კუკის კუნძულებზე მოქმედებდა 28 საწყისი სკოლა, რომლიდანაც 10 მდებარეობდა კუნძულ რაროტონგაზე. 23 სკოლა იყო სახელმწიფო, ერთი — ეკუთვნოდა ეკლესიას, დანარჩენი იყო კერძო. საშუალო სკოლა სულ 23-ა, რომლიდანაც სამი მდებარეობს რაროტონგაზე<ref name="ნ" />.
 
2007 წელს კუკის კუნძულების საწყის სკოლებში სწავლობდა 1968 ბავშვი, საშუალოში — 1915 ბავშვი<ref name="ო-1">{{cite web|last=Cook Statistics Office.|url=http://www.stats.gov.ck/Statistics/Social/educ_.htm#|title=Social Statistics.|accessdate=2007-08-25|archiveurl=http://www.webcitation.org/615l0Y5nw|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
კუკის კუნძულების განათლების სისტემა მჭიდრო ურთიერთობაშია ახალი ზელანდიის საგანმანათლებლო სისტემასთან და ძირითადად აქვს იგივე სასწავლო გეგმა. როგორც ახალ ზელანდიაში, ისევე კუკის კუნძულებზე სწავლა სავალდებულოა 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის<ref name="ნ" />. საწყის და საშუალო სკოლებში განათლება უფასოა და ფინანსდება სახელმწიფოსგან, შედეგად მოსახლეობის განათლება ძალიან მაღალია<ref name="ნ" />.