მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

|-
|}
კუკის კუნძულებზე არსებული ეკონომიკური სიტუაციის დამახასიათებელი მაჩვენებლები არაფრით არ განსხვავდება ოკეანეთის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებისაგან: უზარმაზარი [[განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა]] (გეზ), შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრე, პროდუქციის გასაღების მსოფლიო ბაზრებიდან საგრძნობი დაშორება, მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების დეფიციტი. ქვეყნის ეკონომიკა უახლოეს დრომდე პრაქტიკულად მთლიანად ბაზირებული იყო [[სახელმწიფო სექტორი|სახელმწიფო სექტორზე]]<ref name="პ-1">{{cite web|last=Cook Islands Initial National Communication Under the United Nations Framework Convention on Climate Change.|url=http://unfccc.int/resource/docs/natc/cisnc2.pdf#|title=The Economy|publisher=Cook Island Government|date=October 1999 Revised Edition, March 2000|accessdate=2007-08-25|archiveurl=http://www.webcitation.org/615khTkhN|archivedate=2011-08-21}}</ref>. კუნძულებზე ბოლო ეკონომიკურმა რეფორმები მიმართულია ეკონომიკის კერძო სექტორის განვითარებაზე და მისი ინვესტირებისათვის პირობების შექმნაზე. მაგალითად, მთავრობის მიერ დაწეულია [[გადასახადი|გადასახადების]] ტარიფები<ref name="პ" />.
 
ბოლო წლებში ეკონომიკის ძირითადი დარგებია [[სოფლის მეურნეობა]], [[ტურიზმი]] და ფინანსური სერვისი. [[მომსახურების სფერო]] ეკონომიკის ყველაზე დინამიური დარგია. ტურიზმი, [[ოფშორი|ოფშორული]] საბანკო კომპანიები და სხვა სახის ფინანსური მომსახურებები ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპით. დღეისათვის ტურიზმი — უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანია. ის ასევე მრავალი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროა. კუკის კუნძულები რჩება ძალზე დამოკიდებული უცხოურ დახმარებებზე, ხოლო ახალი ზელანდია მისი ძირითადი [[დონორი]]ა.