ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

ტრადიციების გაქრობას ხელი შეუწყო [[კომუნისტური განათლება|კომუნისტური პარტიის განათლების პოლიტიკამ]], რადგან ოჯახებს მოწყვეტილი ახალგაზრდები ინტერნატებში იზრდებოდნენ, ამის გამო კი ოჯახები ეთნიკური ინფორმაციის ახალი თაობისთვის გადაცემას, რომელიც მათ ენასა და ტრადიციულ მსოფლმხედველობაში იყო, ვეღარ ახერხებდნენ.ამგვარი საგანმანათლებლო პოლიტიკის საშუალებით ახალი თაობის ტრადიციებში  გათვითცნობიერებადობა  შემცირდა.
 
საზოგადოების დემოკრატიზაციამ 1980-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, ხელი შეუწყო ტრადიციების აღდგენას ჩუკოტკის მოსახლეობაში, ამაზე მეტყველებენ საგაზეთო მომოხილვები და სატელევიზიო გადაცემები. აღდგა ბევრი სარიტუალო ტრადიცია. ყველაზე მასიური ზეიმი ჩუკოტკის ზღვისპირა სოფლებისათვის გახდა "ვეშაპის ზეიმი", რომელიც აღდგა 1988 წელს, აღდგა "ირმებზე რბოლებიც", "ძაღლებზე რბოლები ", შეჯიბრებები ნაციონალური ანსამბლების მონაწილეობით.<ref name=":2:1">Научно-теоретический журнал «Научные проблемы гуманитарных исследований» Выпуск 2 - 2011 г. 29 УДК 94. 39 ИЗМЕНЕНИЯ В ОБРЯДОВОЙ И КОНФЕССИОНАЛЬНОЙ СФЕРАХ У ЧУКЧЕЙ В СОВЕТСКИЙ И ПОСТСОВЕТСКИЙ ПЕРИОДЫ Г. С. Дьячкова</ref>
 
ჩუკოტკის ხალხის კონფესიურ ცხოვრებაზე სასაუბროდ უნდა დავეყრდნოთ მოსახლეობის აღწერიდა შემოსულ მონაცემებს: 1897 წელს ქრისტიანურ რწმენას სრულად მიყვებოდნენ ენისეის ოსტიაკები, იუკაგირები, ალეუტები, კამჩატელები; სხვა ხალხთა ჯგუფებიდან კი მხოლოდ ნაწილი: 68 % - გოლიაკები, 43,5 % - კორიაკები, 6 % - ჩუქჩები, 2 % - აინოვები, დარჩენილნი კი კერპთაყვანისმცემლებად რჩებოდნენ.