199 848
რედაქტირება
No edit summary |
No edit summary |
||
'''ბაზალეთის ბრძოლა 1626''' — ბრძოლა [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფის [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ისა]] და [[სააკაძე, გიორგი|გიორგი სააკაძის]] ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ [[გიორგი სააკაძე]]სა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის [[შაჰი|შაჰმა]] [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] და [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. [[1626]] წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა [[ზურაბ არაგვის ერისთავი]] და [[ამილახვარი, იოთამ|იოთამ ამილახვარი]]. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი [[მუხრანბატონი, ქაიხოსრო|ქაიხოსრო მუხრანბატონი]], სააკაძის სიძე [[იესე ქსნის ერისთავი]] და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც [[სიმონ II|სიმონ II-ს]] ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე [[გიორგი III (იმერეთის მეფე)|გიორგი III-ს]] შესთავაზა მისი ვაჟიშვილის [[ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე III-ის]] ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, [[ბაზალეთის
ბაზალეთის ბრძოლაში საქართველოს გაერთიანების დიდი საქმე ჩაიშალა. სააკაძის დამარცხების მთავარი მიზეზი გამაერთიანებელ ძალთა სისუსტე იყო.
|
რედაქტირება