ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
ტბის [[ქვაბული]] წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით [[სამსარის ქედი]]დან ჩამოსული [[პლეისტოცენი|პლეისტოცენის პერიოდის]] ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით. ტბის ქვაბულის ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია [[მთა-მდელოს ნიადაგები|მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით]]. ტბის წყალშემკრები აუზის [[ფლორა|მცენარეული საფარი]], რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.<ref name="cenn">[http://w3.cenn.org/cenn_projects/MC_CCA/Baseline%20Survey%20Reports/Georgia/MC_CENN_Baseline%20Survey%20Report%20of%20Ninotsminda_EU_GEO_121201.pdf ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა]</ref>
 
ტბის [[ქვაბული]]ს სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ტბის ფსკერი თითქმის ბრტყელია. ქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელია. ქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებით, რომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული [[მეტრი]]ა.<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/phd%20giorgi%20gafrindaSvili.pdf საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები]</ref> იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მიუხედავად ტბის დაბალი სიღრმეებისა, წყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებული, რაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებით და [[ქარი]]საგან დაცული უბეების არარსებობით.<ref name="cenn" />
 
შედარებით მშრალი [[კლიმატი]]სა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის [[ჰიდროგრაფია|ჰიდროგრაფიული ქსელი]] მეტად სუსტად არის განვითარებული. ერთვის მცირე მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება [[ხრამული]], [[კალმახი]], [[ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭაფალა]] და სხვა.<ref name="ქსე" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარავანი“-დან