ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ტბის [[ქვაბული]]ს სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ტბის ფსკერი თითქმის ბრტყელია. ქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელია. ქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებით, რომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული [[მეტრი]]ა.<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/phd%20giorgi%20gafrindaSvili.pdf საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები]</ref> იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მიუხედავად ტბის დაბალი სიღრმეებისა წყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებული, რაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებით და [[ქარი]]საგან დაცული უბეების არარსებობით.<ref name="cenn" />
 
შედარებით მშრალი კლიმატისა[[კლიმატი]]სა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის [[ჰიდროგრაფია|ჰიდროგრაფიული ქსელი]] მეტად სუსტად არის განვითარებული. ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება [[ხრამული]], [[კალმახი]], [[ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭაფალა]] და სხვა.<ref name="ქსე" />
 
ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: [[ფოკა]], [[ვლადიმიროვკა]], [[ტამბოვკა]], [[როდიონოვკა]] და [[ასფარა]].