ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|ვიკისაწყობი =Category:Paravani Lake
}}
'''ფარავანი''' — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა [[საქართველო|სამხრეთ საქართველოში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]. წარმოადგენს ზედაპირის ფართობით [[საქართველო]]ს უდიდეს ტბას. გაწოლილია [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[სამსარის ქედი|სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედებს]] შორის მდებარე ქვაბულში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია [[ზამთარი|ზამთარში]], ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[თოვლი]]სა და [[წვიმა|წვიმის წყლით]].<ref name="ქსე">{{ქსე|10|221|ილია აფხაზავა|არა}}</ref>
 
ტბის ქვაბული წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით [[სამსარის ქედი]]დან ჩამოსული [[პლეისტოცენი|პლეისტოცენის პერიოდის]] ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით. ტბის ქვაბულის ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი, რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.<ref name="cenn">[http://w3.cenn.org/cenn_projects/MC_CCA/Baseline%20Survey%20Reports/Georgia/MC_CENN_Baseline%20Survey%20Report%20of%20Ninotsminda_EU_GEO_121201.pdf ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა]</ref>
ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი, რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.
 
ტბის ქვაბულის სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ტბის ფსკერი თითქმის ბრტყელია. ქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელია. ქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებით, რომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული მეტრია.<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/phd%20giorgi%20gafrindaSvili.pdf საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები]</ref> იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მიუხედავმიუხედავად ტბის დაბალი სიღრმეებისა წყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებული, რაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებით და ქარისაგან დაცული უბეების არარსებობით.<ref name="cenn" />
 
შედარებით მშრალი კლიმატისა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის ჰიდროგრაფიული ქსელი მეტად სუსტად არის განვითარებული. ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება [[ხრამული]], [[კალმახი]], [[ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭაფალა]] და სხვა.<ref name="ქსე" />
 
ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: [[ფოკა]], [[ვლადიმიროვკა]], [[ტამბოვკა]], [[როდიონოვკა]] და [[ასფარა]].
</gallery>
 
==სქოლიო==
== ლიტერატურა ==
{{სქოლიო}}
*{{ქსე|10|221|აფხაზავა ი.}}
 
{{საქართველოს წყლის რესურსები}}