ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|ვიკისაწყობი =Category:Paravani Lake
}}
'''ფარავანი''' — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა [[საქართველო|სამხრეთ საქართველოში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]. წარმოადგენს ზედაპირის ფართობით [[საქართველო]]ს უდიდეს ტბას. გაწოლილია [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[სამსარის ქედი|სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედებს]] შორის მდებარე ქვაბულში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია [[ზამთარი|ზამთარში]], ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[თოვლი]]სა და [[წვიმა|წვიმის წყლით]].
 
ტბის ქვაბული წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით [[სამსარის ქედი]]დან ჩამოსული [[პლეისტოცენი|პლეისტოცენის პერიოდის]] ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით. ტბის ქვაბულის
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით; გვხვდება [[ხრამული]], [[კალმახი]], [[ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭაფალა]] და სხვა.
ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი, რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.
 
ტბის ქვაბულის სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ტბის ფსკერი თითქმის ბრტყელია. ქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელია. ქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებით, რომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული მეტრია. იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მიუხედავ ტბის დაბალი სიღრმეებისა წყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებული, რაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებით და ქარისაგან დაცული უბეების არარსებობით.
 
შედარებით მშრალი კლიმატისა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის ჰიდროგრაფიული ქსელი მეტად სუსტად არის განვითარებული. ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება [[ხრამული]], [[კალმახი]], [[ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭაფალა]] და სხვა.
 
ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: [[ფოკა]], [[ვლადიმიროვკა]], [[ტამბოვკა]], [[როდიონოვკა]] და [[ასფარა]].