ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|ვიკისაწყობი =Category:Paravani Lake
}}
'''ფარავანი''' — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა [[საქართველო|სამხრეთ საქართველოში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]. წარმოადგენს ზედაპირის ფართობით [[საქართველო]]ს უდიდეს ტბას. გაწოლილია [[სამსარის ქედი|სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედებს]] შორის მდებარე ქვაბულში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია [[ზამთარი|ზამთარში]], ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], თოვლისა[[თოვლი]]სა და [[წვიმა|წვიმის წყლით]].
 
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის.