მადათაფა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია [[ჯავახეთის ქედი]]ს დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით.<ref name="cenn">[http://w3.cenn.org/cenn_projects/MC_CCA/Baseline%20Survey%20Reports/Georgia/MC_CENN_Baseline%20Survey%20Report%20of%20Ninotsminda_EU_GEO_121201.pdf ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა]</ref> ტბა საზრდოობს [[თოვლი]]ს, [[წვიმა|წვიმისა]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. დონე მაღალია [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], დაბალია [[ზამთარი|ზამთარში]]. ტბიდან გაედინება მდინარე [[მადათაფა (მდინარე)|მადათაფა]], რომელიც ერთვის მდინარე [[ბუღდაშენი|ბუღდაშენს]] მარჯვენა მხრიდან. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა [[ზაფხული|ზაფხულში]] 17-18°C, [[ზამთარი|ზამთრობით]] თითქმის ფსკერამდე იყინება.<ref name="ქსე" /> ტბის შენაკადებიდან ყველაზე დიდია კიურიანჩაი.<ref name="cenn" />
 
წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში [[თევზები|თევზი]] არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბის ნაპირები დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.<ref name="cenn" /> მადათაფა შედის [[მადათაფის ტბის აღკვეთილი]]ს შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320 [[ჰექტარი]].<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/162131-faravnis-tba-javakhethis-dacul-teritoriashi-ar-sheva.html?ar=A ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაში არ შევა]</ref>
 
წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.<ref name="cenn" /> მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: [[ეფრემოვკა]], [[ჟდანოვაკანი]] და [[სამება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|სამება]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მადათაფა“-დან