მადათაფა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
'''მადათაფა''', '''მადა'''<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=125569 მადათაფა — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref> — ტბა [[საქართველო]]ში, [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია [[ლავური ნაკადი|ლავის ნაკადით]] ხეობის გადაკეტვის შედეგად.<ref name="ქსე">{{ქსე|6|340-341|ილია აფხაზავა|არა}}</ref>
 
ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია [[ჯავახეთიჯავახეთის ქედი]]ს დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით.<ref name="cenn">[http://w3.cenn.org/cenn_projects/MC_CCA/Baseline%20Survey%20Reports/Georgia/MC_CENN_Baseline%20Survey%20Report%20of%20Ninotsminda_EU_GEO_121201.pdf ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა]</ref> ტბა საზრდოობს [[თოვლი]]ს, [[წვიმა|წვიმისა]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. დონე მაღალია [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], დაბალია [[ზამთარი|ზამთარში]]. ტბიდან გაედინება მდინარე [[მადათაფა (მდინარე)|მადათაფა]]. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა [[ზაფხული|ზაფხულში]] 17-18°C, [[ზამთარი|ზამთრობით]] თითქმის ფსკერამდე იყინება.<ref name="ქსე" />
 
წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში [[თევზები|თევზი]] არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე [[ბუღდაშენი (მდინარე)|ბუღდაშენი]], რომელიც ქალაქ [[ნინოწმინდა|ნინოწმინდის]] შესასვლელთან მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანს]] უერთდება. ტბის ნაპირები დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.<ref name="cenn" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მადათაფა“-დან