ვახტანგ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: ca:Vakhtang V de Kartli, en:Vakhtang V of Kartli
No edit summary
ხაზი 3:
|<small>საკუთარ სახელს "'''ვახტანგ'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[ვახტანგ]]
|}</small>
'''ვახტანგ V''', ''შაჰნავაზი'' ( გ. [[1675]]), ქართლის მეფე [[1658]]-[[1675]]. ბაგრატიონთა [[მუხრანბატონები | მუხრანბატონების]] შტოს წარმომადგენელი, სათავადოს მეთაური [[1629]]-[[1658]]. [[როსტომი | როსტომ]] მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. [[1654]] ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიური წინსვლისთვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიურ წინსვლას.
 
ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი [[ზაალ არაგვის ერისთავი]] და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ [[ვამეყ III დადიანი | ვამეყ III დადიანს]], იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი [[არჩილ II | არჩილი]] იმერეთის ტახტზე აიყვანა ([[1661]]). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. მაგრამ მალე ოსმალების მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა იმერეთიდან გაეყვანა არჩილი. ვახტანგ V შეეცადა არჩილი კახეთის მეფედ დაესვა, მაგრამ მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე [[თეიმურაზ I | თეიმურაზ I-ის]] შვილიშვილი [[ერეკლე I | ერეკლე]] (შემდეგში ერეკლე I) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო [[1675]] ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. ყუმში.
 
==ლიტერატურა==
 
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები , ტ. 4, თბ., 1973
* ''აკოფაშვილი გ.'', ქსე, ტ. 4, გვ. 336, თბ. , 1979
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_V“-დან