ალვარ აალტო: განსხვავება გადახედვებს შორის

(ინფოდაფა)
აალტოში ეს ტრანსფორმაცია ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა [[ვიიპურის ბიბლიოთეკა]]ში (1927-35), რომლის პროექტმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა თავდაპირველი კლასიკური საკონკურსო ნიმუშიდან დასრულებულ მაღალი მოდერნიზმის შენობამდე. მისი ჰუმანისტური მიდგომა სრულიად გამოვლინდა აქ: ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალები, თბილი ფერები და რბილი ხაზები. ვიიპურის ბიბლიოთეკის პროექტი რვა წელი მიმდინარეობდა და ამავე პერიოდში შექმნა აალტომ [[ტურუნ სანომატის შენობა]] (1929-30) და [[პაიმიოს სანატორიუმი]] (1929-30): შესაბამისად ტურუნ სანომატის შენობაში პირველად აისახა აალტოს გადასვლა მოდერნიზმში, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია მის დანარჩენ ორ მიმდინარე პროექტზეც. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტურუნ სანომატისა და პაიმიოს შენობები შედარებით წმინდა მოდერნისტული ნამუშევრებია, უკვე მათშიც აისახა აალტოს მიერ ამგვარი მიმართულების მიმართ კრიტიკული მიდგომის მარცვლები და მისი ლტოლვა უფრო გაბედულ სინთეზურ მიდგომასთან.
 
აალტო იყო მოდერნისტ არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესის (Congrès Internationaux d'Architecture Moderne) წევრი; დაესწრო მეორე კონგრესს [[მაინის ფრანკფურტი|ფრანკფურტში]] 1929 წელს და მეოთხე კონგრესს [[ათენი|ათენში]] 1933 წელს. თუმცა მსოფლიოს ყურადღება მისმა არქიტექტურამ მხოლოდ პაიმის სანატორიუმისა (1929) და ვიიპურის ბიბლიოთეკის (1935) დასრულების შემდეგ მიიპყრო. მისი რეპუტაცია მკვეთრად გაიზარდა [[აშშ]]-შიც 1939 წელს [[ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიცია]]ზე ფინური პავილიონის შექმნის შემდეგ, რომელიცრომელსაც [[ფრენკ ლოიდ რაიტი|ფრენკ ლოიდ რაიტმა]] შეაფასა, როგორც "გენიოსის ნამუშევარი" უწოდა.
 
აალტოს რეპუტაციას სამუდამო ბეჭედი დაესვა [[ზიგფრიდ გიდიონი]]ს გავლენიან ნაშრომში მოდერნისტულ არქიტექტურაზე "სივრცე, დრო და არქიტექტურა. ახალი ტრადიციის აღმასვლა" (Space, Time and Architecture. The growth of a new tradition, 1949) მისი ჩართვით, სადაც აალტოს ყველა მოდერნისტ არქიტექტორზე მეტი ყურადღება დაეთმო, [[ლე კორბუზიე]]ს ჩათვლით. აალტოს განხილვაში გიდიონმა უპირატესობა მიანიჭა მის ისეთ თვისებებს, რომლითაც ის განუდგა პირდაპირ ფუნქციონალობას, რაშიც აირეკლა ხასიათი, ატმოსფერო, ცხოვრების ინტენსიურობა და "ეროვნული თავისებურებებიც" კი, მისი თქმით "ფინეთი ყველგან თან დაჰყვება აალტოს".