ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Swedish_Pine_Forest.jpg შეიცვალა Swedish_Spruce_Forest.jpg-ით)
No edit summary
ხაზი 14:
[[საქართველო]] მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდანვე]] და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება [[მურყნარი]], სადაც შერეულია [[ხვალო]], [[ოფი]], [[ტირიფი|ტირიფები]], [[ლაფანი]], ზოგან [[იმერული მუხა]] და [[რცხილა]]. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილა, [[ჰარტვისის მუხა|ჰარტვისისა]] და იმერული მუხები, [[იფანი]], [[ძელქვა]], [[წიფელი]]. ქვეტყეში ხარობს [[წყავი]], [[შქერი]], [[თაგვისარა]], [[მოცვი]] და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეები: [[ეკალღიჭი]], [[კოლხური სურო]], [[კრიკინა]], [[ვაზი]], [[ღვედკეცი]] და სხვა.
 
აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე ([[შირაქი]], [[ელდარი]], [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოები და სხცა) , ზღვის დონიდან 400-დან 600 [[მ]]-მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს [[კევის ხე]], [[ღვია|ღვიები]], ზოგან [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ბერყენა]], [[ქართული ნეკერჩხალი]], ბუჩქებიდან — [[თრიმლი]], [[თუთუბო]], [[ბროწეული]], [[ძეძვი]] და სხვა. მთის ქვედა სარტყელში (500-იდან — 900—1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში ([[კახეთი]]). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში ([[ქართლი]], [[გარეკახეთი]]) წაბლნარის ნაცვლად [[მუხნარი]], მუხნარ-რცხილნარი და [[რცხილნარი]]ა გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება [[ზღმარტლი]], [[კუნელი]], [[თხილი]], [[შინდი]], [[თრიმლი]] და სხვა. მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, [[მინდვრის ნეკერჩხალი|მინდვრის ნეკერჩხალთან]], [[ბოყვი (მცენარე)|ბოყვთან]], [[ცაცხვი|ცაცხვთან]], [[ნაძვი|ნაძვთან]] და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული [[ნაძვნარი]], ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-იდან და ხშირად აღწევს ტყის გავრცელების ზედა საზღვარს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია [[აღმოსავლური ნაძვი]] და [[კავკასიური სოჭი]], რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, [[თელა]], [[ცაცხვი]] და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე [[ფიჭვი]] (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედზე]].იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის ([[გარეკახეთი|გარე-]] და [[შიგნიკახეთი]]). მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული. მთის ზედა ზოლი ([[ზღვის დონე]] 1900-2100-დან 2400 მ-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს — სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეციელები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია [[არყნარი]]თ და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, [[ჭნავი]]თ. მას პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.
 
საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე ([[მურყნარი]], არყნარი, [[ვერხვნარი]] და სხვა) მოდის.
ხაზი 23:
ტყე [[დედამიწა|დედამიწის]] [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც აკავებს [[ბიოსფერო]]ში მთელ რიგ [[ქიმიური ელემენტების სახელების ეტიმოლოგია|ქიმიურ ელემენტებს]] და [[წყალი|წყალს]], აქტიურად ურთიერთქმედებს [[ტროპოსფერო]]სთან და განსაზღვრავს [[ჟანგბადი]]სა და [[ნახშირბადი]]ს ბალანსის დონეს.
 
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი —ტყე— ტყე. 1 [[ჰექტარი]] შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქვას 13-17 ტ. ნახშირორჟანგს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ტყე ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო პროდუქტიული ფორმაციაა და ბიოლოგიური წრებრუნვის ყველაზე მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. ტყეში დაგროვილი ბიომასა მნიშვნელოვნად აღემატება ბალახეულ და სხვა მცენარეულ თანასაზოგადოებათა ბიომასას. 1 ჰა ტყის ფიტომასას წლიური ნამატი საშუალოდ 10—30 ტ შეადგენს,ბალახოვანი მცენარეულობისა — 9 ტ, ტუნდრის მცენარეებისა — 2 ტ.
 
ტყე გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა) და ხმელეთის 30% უკავია. დედამიწის ტყით დაფარული ფართობი 3779 მლნ. ჰექტარს შეადგენს. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, სწრაფად მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავა. დედამიწის თანამედროვე ტყის საფარი მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ჩარევამ. მაგ., ცენტრალურ ევროპაში წიფლნარის ადგილზე ხელოვნურად გაშენდა ნაძვნარი. ტაიგაში პირწმინდა ჭრის შედეგა საგრძნობლად გაიზარდა არყნარისა და ვერხვნარის ფართობები. საქართველოში არარაციონალური ექსპლუატაციის შედეგად მაღალპროდუქტიული მუხნარის მნიშვნელოვანი ფართობები შეიცვალა დაბალი წარმადობის ამონაყარი მუხნარითა და ჯაგრცხილნარით.
 
ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის ([[მერქანი]], [[ქერქი]], [[ტოტები]], [[ფოთოლი]], [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]], [[თესლი]], [[სოკო]] და სხვა) უმდიდრესი წყაროა. მან ფართო გამოყენება პოვა მერქნის დამზადების, გადამუშავების, ქიმიურის, კვების, ფარმაცევტულ, საფეიქრო მრეწველობასა და მეურნეობის სხვა დარგებში. ტყე ერთ-ერთი ბუნებრივი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი სახალხო-სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
==ლიტერატურა==
*''გიგაური გ.,'' საქართველოს ტყეებში მეურნეობის გაძღოლის საფუძვლები, თბ., 1980, თბ., 1980;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან