შალვა მოსიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურსები ინტერნეტში → ინტ using AWB
ხაზი 26:
}}
 
'''შალვა მოსიძე''' (დ. [[28 დეკემბერი]], [[1936]], ქ. [[ჭიათურა]]) — ქართველი საგუნდო [[დირიჟორი]], ქორმაისტერი, [[პედაგოგი]]. საქართველოს სახალხო არტისტი ([[1988]]), შოთა რუსთაველისა ([[2013]]) და ზაქარია ფალიაშვილის ([[1991]]) პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი ([[1996]], [[2013]]), ქ. [[გორი]]ს საპატიო მოქალაქე ([[1996]]). 2013 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა ქ. [[ჭიათურა]]ში, გაიზარდა თბილისში, მუმლაძეების ოჯახში. "ნიჭიერთა ათწლედის" დამთავრების შემდეგ, ჩააბარა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია]]ში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე (პედაგოგი: [[ვახტანგ ფალიაშვილი]]). კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1967 წელს განაწილებული იქნა პედაგოგად გორის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც [[1970]] წელს (სანდრო კაჭარავასთან ერთად) დააარსა "გორის გოგონათა გუნდი" (შემდგომში "გორის ქალთა გუნდი").
 
[[1970]]-[[2013]] წწ 43 წლის განმავლობაში იყო "გორის ქალთა გუნდის" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, მალტა, უნგრეთი, ბულგარეთი, სსრკ ყოფილი ქვეყნები. კოლექტივი ბევრი საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დირიჟორ შალვა მოსიძისა და კომპოზიტორების [[იოსებ კეჭაყმაძე|იოსებ კეჭაყმაძისა]] და ჯემალ ბეგლარიშვილის ნაყოფიერი შემოქმედებითი თანამშრომლობა.
 
[[2013]] წელს, 77 წლის მაესტრომ გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელობა თავის მოწაფეს, თეონა ცირამუას გადასცა.
ხაზი 37:
[[1976]] წლიდან დღემდე, შალვა მოსიძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის]] საგუნდო-სადირიჟორი კათედრაზე. [[2007]] წლიდან არის კათედრი გამგე, პროფესორი. მისი მოწაფეებია: გიორგი ჟორდანია, არჩილ უშვერიძე, თეონა ცირამუა, ზვიად ბოლქვაძე, ნინო წიკლაური, სვიმონ ჯანგულაშვილი და სხვ. [[1976]]-[[1985]] წწ ხელმძღვანელობდა კონსერვატორიის ქალთა გუნდს. ამჟამად თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონსულტანტია.
 
[[1988]] წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ორჯერ ([[1996]] და [[2014]]) დააჯილდოვეს [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების ორდენით]]. [[1996]] წელს არჩეული იქნა [[გორი]]ს საპატიო მოქალაქედ. 2013 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
 
შალვა მოსიძეს ჰყავს მეუღლე - თამარ რჩეულიშვილი, ორი ვაჟი - [[გიორგი მოსიძე|გიორგი]] და ოთარი და 5 შვილიშვილი.
ხაზი 46:
* '' ქუთათელაძე რ., ჯაფარიძე მ.,'' ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2015
 
==ინტერნეტ-რესურსები ინტერნეტში==
* [https://musicbrainz.org/release/5ff30077-ab51-4d76-a77d-0a63f5afa2fc გორის ქალთა გუნდის 1996 წლის ალბომი „Archaica“, დირიჟორი - შალვა მოსიძე]
* [https://www.bbc.co.uk/music/artists/12937e4c-f6dc-4596-963a-85c885fb0731 შალვა მოსიძის გვერდი საიტზე BBC Music]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_მოსიძე“-დან