პასიანს დაბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურსები ინტერნეტში → ინტ using AWB
(რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურსები ინტერნეტში → ინტ using AWB)
'''პასიანს მარი ჟოზეფინ კამა დაბანი''' ({{lang-fr|Patience Marie Josephine Kama Dabany;}} დაბადებით — მარი ჟოზეფინ კამა, ასევე ცნობილია როგორც '''ჟოზეფინ ბონგო''', დ. [[22 იანვარი]], [[1944]], [[ბრაზავილი]], [[კონგოს რესპუბლიკა]]) — [[გაბონი|გაბონელი]] მუსიკოსი და მომღერალი, გაბონის ყოფილი პირველი ლედი, გაბონის მიმდინარე პრეზიდენტი [[ალი ბონგო ონდიმბა]]ს დედა. თითქმის ოცდაათი წელი [[ომარ ბონგო|ომარ ბონგო ონდიმბა]]ს მეუღლე იყო, რომელიც [[1967]]-[[2009]] წლებში [[გაბონის პრეზიდენტი]] იყო. განქორწინების შემდეგ მუსიკის კარიერას მიჰყვა.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[ბრაზავილი|ბრაზავილში]], კონგო, წარმოშობით სამხრეთ-აღმოსავლეთ გაბონელი მშობლების ოჯახში. დაბანი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა და სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო მამამისის [[აკორდეონი]]სა და ძმის [[გიტარი]]ს აკომპანიმენტის თანხლებით. დედამისი ტრადიციული ხალხური სიმღერების შემსრულებელი იყო. მოზარდობაში ის ბრაზავილის ერთ-ერთ ეკლესიის გუნდში მღეროდა, მოგვიანებით კი ტრადიციული სიმღერების შესრულება დაიწყო.
 
===პირველი ლედი===
 
===მუსიკალური კარიერა===
[[1986]] წელს ჟოზეფინ და ალბერ ბონგო განქორწინდნენ. მარიმ პროფესიონალი მომღერლის კარიერას მიჰყო ხელი ახალი სახელით -- პასიანსსახელით—პასიანს დაბანი. მის პირველ ალბომს "ლევეკიშა" მოჰყვა "Cheri Ton Disque Est Rayé", "Associé", და "Patience Dabany" 1994 წელს. 1997 წლის ალბომი "Nouvelle Attitude" აფრიკაში მის პოპულარობას ამყარებს. ამავე წელს ის სამშობლოში ბრუნდება და ლიბრევილში ფუძნდება. 2001 წელს გამოდის მისი ალბომი "Article 106". 2004 წლის ალბომი "Obomiyia" კი მას [[ჯეიმზ ბრაუნი|ჯეიმზ ბრაუნთან]] ევროპის ტურნეს გამართვის საშუალებას აძლევს. ამ ალბომში შეტანილი სიმღერა "La Connaissance" მისი ყოფილი მეუღლის 2005 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ჰიმნი იყო.
 
==წყაროები==
* {{fr icon}} [http://www.rfimusique.com/musiquefr/articles/060/article_14973.asp ინტერვიუ პასიანს დაბანისთან]
 
==ინტერნეტ-რესურსები ინტერნეტში==
* {{imdb name|0196371}}
* პასიანს დაბანი: [http://museke.com/en/node/2808 museke african artistes]