დიმიტრი არაყიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურსები ინტერნეტში → ინტ using AWB
ხაზი 1:
'''დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი''' (დ. 11 თებერვალი/[[23 თებერვალი]], [[1873]], [[ვლადიკავკაზი]] — გ. [[13 აგვისტო]], [[1953]], [[თბილისი]]) — [[ქართველები | ქართველი]] კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ([[1929]]). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1950]]). სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ([[1950]]).
 
==ბიოგრაფია==
სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში - არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული არაყიშვილს გაუღვიძა [[აღნიაშვილი, ვლადიმერ | ლ. აღნიაშვილის]] ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი [[რატილი, იოსებ | ი. რატილი]]), რომელსაც პირველად 1890 წელს მოუსმინა არმავირში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები - რომანსი "ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი" (ლექსი [[ჭავჭავაძე, ილია | ი. ჭავჭავაძისა]]) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. [[1894]]-[[1901]] წლებში არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვის (თეორიული საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით.
 
მოსკოვში ყოფნის წლებში ([[1894]]-[[1918]]) არაყიშვილმა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ რუს მუსიკოსებსა და მეცნიერებთან ([[ტანეევი, სერგეი | ს. ტანეევი]], [[კასტალსკი, ალექსანდრე | ა. კასტალსკი]], [[იპოლიტოვ-ივანოვი, მიხეილ | მ. იპოლიტოვ-ივანოვი]], ს. პასხალოვი, [[პიატნიცკი, მიტროფან | მ. პიატნიცკი]]). ამ პერიოდში იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ფოლკლორს. ხალხური მუსიკის შემოქმედებისადმი ინტერესმა იგი მჭიდროდ დააკავშირა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ სამუსიკო-ეთნოგრაფიის კომისიასთან. ამ კომისიის დავალებით არაყიშვილმა ოთხი ([[1901]], [[1902]], [[1904]], [[1908]]) სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და მოაგროვა დიდძალი მუსიკალური მასალა (500-ზე მეტი ხალხური სიმღერა), რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა.
 
[[1906]] წელს არაყიშვილმა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა "სახალხო კონსერვატორიას", სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით [[1908]] მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი "მუზიკა ი ჟიზნი", რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის "მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა", რომელსაც სათავეში ედგა ა.სუმბათაშვილ-იუჟინი.
 
==შემოქმედება==
ხაზი 13:
[[1918]] არაყიშვილი [[საქართველო | საქართველოში]] გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად მან მუსიკოსთა ახალგაზრდა კადრების მომზადება დაისახა. [[1921]] წელს თბილისში მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მეორე [[კონსერვატორია]], რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. [[1926]]-[[1930]] არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის ([[1923]] ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. [[1932]] იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. საბჭოთა პერიოდში არაყიშვილის შემოქმედება გამდიდრდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებით (კომიკური ოპერა "დინარა", სიმფონიები, კანტატა).
 
არაყიშვილის მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის ნიმუშები შექმნა. მეტად მრავალფეროვანია არაყიშვილია სარომანსო შემოქმედების ლიტერატურული-პოეტური საფუძველი (ჰაფიზი, [[პუშკინი, ალექსანდრე | ა. პუშკინი]], [[ფეტი, ათანასე | ა. ფეტი]], [[პოლონსკი, იაკობ | ი. პოლონსკი]], [[მაიკოვი, აპოლონ | ა. მაიკოვი]], [[ჭავჭავაძე, ილია | ი. ჭავჭავაძე]], [[ბარათაშვილი, ნიკოლოზ | ნ. ბარათაშვილი]], [[ქუჩიშვილი, გიორგი | გ. ქუჩიშვილი]], [[ტაბიძე, გალაკტიონ | გ. ტაბიძე]]), მისი რომანსები გამოირჩევა მელოდიურობითა და გამომხატველობით, ფორმის პლასტიკურობითა და ლაკონიურობით, ფაქიზი ჰარმონიული კოლორიტით. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ივერიის მთებზე", "ნუ მღერი, ლამაზო" ([[პუშკინი, ალექსანდრე | პუშკინი]]), "აღსდექ, შეინავარდე", "ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი", "სიოვ ნაზო" (ჰაფიზი), "ვარსკვლავიანსა ღამეს" ([[ფეტი, ათანასე | ა. ფეტი]]), "მე შენ გელი" (მ. დავიდოვა), "ღამეა ბნელი", "შემოღამდება", "ურმული" ([[ქუჩიშვილი, გიორგი | გ. ქუჩიშვილი]]), რომლებიც ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში. საგულისხმოა, რომ მრავალრიცხოვანმა რომანსებმა ნიადაგი მოუმზადა არაყიშვილის ოპერას "თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერის სტილისტური თავისებურებები იმავე ინტონაციური საწყისებით განისაზღვრება (ძველი თბილისის მუსიკალური ფოლკლორის აღმოსავლური ნაკადი), რომლიდანაც არაყიშვილის სარომანსო მუსიკა აღმოცენდა. ოპერას საფუძვლად დაედო ხალხური თქმულება რუსთაველის ცხოვრების ერთ დრამატული ეპიზოდის შესახებ (ლიბრეტო ალ. ხახანაშვილის, [[შანშიაშვილი, სანდრო | ს. შანშიაშვილის]], [[მჭედლიშვილი, იოსებ | ი. მჭედლიშვილის]]). სიუჟეტის ინტიმურმა ხასიათმა და რომანსული ფორმების ფართო გამოყენებამ ოპერას კამერული ხასიათი მისცა. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა (შესავალი, თამარის კავატინა, შოთას არია, მგოსნის სიმღერა, ურმული, აბდულ-არაბისა და რუსუდანის დუეტი).
 
უფროსი თაობის სხვა ქართველ კომპოზიტორებთან ერთად ([[ბალანჩივაძე, მელიტონ | მ. ბალანჩივაძე]], [[ფალიაშვილი, ზაქარია | ზ. ფალიაშვილი]], [[სულხანიშვილი , ნიკოლოზ | ნ. სულხანიშვილი]], [[დოლიძე,ვიქტორ | ვ. დოლიძე]]) არაყიშვილი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — '''მატრონა გერასიმეს ასული კუპრიანოვა''' (დ. [[20 ოქტომბერი]], [[1885]] სოფ. ვასილევსკაია, ახლანდელი [[მოსკოვის ოლქი]] — გ. [[14 თებერვალი]], [[1946]], [[თბილისი]]) — [[1953]] წლის სექტემბერში [[კუკიის სასაფლაო]]დან გადმოასვენეს დიდუბის პანთეონში.
ხაზი 25:
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
 
== ინტერნეტ-რესურსები ინტერნეტში ==
* [http://burusi.wordpress.com/music/dimitri-arakishvili/ დიმიტრი არაყიშვილი]
 
ხაზი 31:
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1873]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1953]]