ჰერეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017 |
||
ხაზი 1:
'''ჰერეთის სამთავრო''' — ფეოდალური ხანის პოლიტიკური ერთეული [[საქართველო]]ში, რომელიც VIII საუკუნის II ნახევარში გამოეყო [[ქართლის საერისმთავრო]]ს. ჰერეთის დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს შექმნა განაპირობა ქართლის საერისმთავროს სოციალური-ეკონომიკური განვითარების მაღალმა დონემ და ფეოდალური ურთიერთობის შემდგომმა გაღრმავებამ. სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა VIII საუკუნის I ნახევარში არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართლის საერისმთავროს შეუპოვარი ბრძოლის პირობებში. VIII საუკუნის 40-50-იან წლებში ქართლის ერისმთავრის [[არჩილ სტეფანოზის ძე|არჩილის]] შემწეობითა და ნებართვით ჰერეთში დამკვიდრდნენ [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები. ქართლის უკანასკნელი ერისმთავრების [[იოანე]]სა და [[ჯუანშერი (ერისთავი)|ჯუანშერის]] გარდაცვალების შემდეგ ამ ბაგრატიონებმა დაიპყრეს მთელი ჰერეთი შაკიხიდან (ე. ი. შაქიდან) გულგულამდე (დაახლოებით თელავამდე) და საფუძველი ჩაუყარეს ჰერეთის ფეოდალურ სამთავროს.
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, ეს მოხდა [[787]]. ახლადშექმნილი ჰერეთის სამთავროს ტერიტორია მოიცავდა [[გაღმამხარი (კახეთი)|გაღმამხარს]], [[საინგილო]]ს, [[შიგნიკახეთი|შიგნიკახეთს]], [[კამბეჩანი|კამბეჩანსა]] და [[შაქი|შაქს]]. ჰერეთის მთავარს ემორჩილებოდა აგრეთვე [[დაღესტანი|დაღესტნის]] მთიანეთის ნაწილი: [[
განსაკუთრებით ძლიერი იყო ჰერეთის სამთავრო IX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ამ ხანაში ჰერეთის მთავარმა ჰამამმა [[893]] წელს მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა [[ჰერეთის სამეფო]].
== იხილეთ აგრეთვე ==
* [http://hereti.webnode.com ყველაფერი ჰერეთის (საინგილო) შესახებ // hereti.webnode.com]▼
* [[ჰერეთი]]
* [[ჰერეთის სამეფო]]
== რესურსები ინტერნეტში ==
▲* [http://hereti.webnode.com ყველაფერი ჰერეთის (საინგილო) შესახებ // hereti.webnode.com]
{{ისტორიული ქართული სახელმწიფოები}}
|