პავლე ინგოროყვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
| სახელი = პავლე ინგოროყვა
| სურათი= PavleIngorokva.jpg
| ფოტოს_სიგანე = 250px
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი =
| დაბადების თარიღი = [[1 იანვარი]], [[1893]]
| დაბადების ადგილი = [[ფოთი]], [[რუსეთის იმპერია]]
| გარდაცვალების თარიღი = [[20 ნოემბერი]], [[1983]]
| გარდაცვალების ადგილი =
| საქმიანობა = ლიტერატურათმცოდნე
| ეროვნება = [[ქართველები|ქართველი]]
| პერიოდი =
| ჟანრი =
| თემატიკა =
| მიმდინარეობა =
| დებიუტი =
| magnum_opus =
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| ვებგვერდი =
| ხელმოწერა =
| სქოლიო =
}}
 
'''პავლე იესეს ძე ინგოროყვა''' (დ. [[1 იანვარი]], [[1893]], [[ფოთი]] — გ. [[20 ნოემბერი]], [[1983]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ქალაქ [[ფოთი|ფოთში]]. აქვე დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 19 წლის ასაკში, [[საქართველო]]დან გაემგზავრა და გეზი [[პეტერბურგი]]სკენ აიღო. ამავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1916 წელს, საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო.
 
1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო "საქართველოს ეროვნული საბჭოს" (პარლამენტის) წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო "შავჩოხიანთა ჯგუფის" წევრი. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება შავჩოხიანთა ოთხეულის ([[კონსტანტინე გამსახურდია]], [[ვახტანგ კოტეტიშვილი]], [[ალეხსანდრე აბაშელი]] და პავლე ინგოროყვა) ცნობილი ფოტოსურათი. 1925 წლამდე ინგოროყვას ეროვნული ხასიათის სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო "საქართველოს მწერალთა კავშირის" (თავმჯდომარე [[კონსტანტინე მაყაშვილი|კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი]]) წევრი. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "[[კავკასიონი (ჟურნალი)|კავკასიონი]]". 1925 წელს ეს ჟურნალი აკრძალა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.
 
Line 39 ⟶ 15:
მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი "გიორგი მერჩულე", რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა.
 
ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს – 1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას.
 
პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.<ref>[http://www.vakhtang-vi.ge/index.php?ac=search&alfa=132 ბიოგრაფიული ცნობები]</ref>
 
Line 45 ⟶ 22:
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://lib.ge/each_author.php?667 შემოქმედება lib.ge–ზე]
 
==ლიტერატურა==
Line 54 ⟶ 31:
 
{{DEFAULTSORT:ინგოროყვა, პავლე}}
 
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]]