გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93:
*'''ყორღანი''' — არქოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის მახლობლად, მლაშე ტბის ჩრდილოეთით, სოფელ ნორიოსკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. მიეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანას. [[ყორღანი]] (დიამ. 54 მ, სიმ. 5 მ) ქვამიწაყრილიანია. (დ. შ.)
 
===ვრცლად===
1903 წ. გლდანის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია ე. რესლერს (რესლერი 1906: 81-84). 1964 წ. სოფელში, მშენებლობის დროს დანგრეულა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის რამდენიმე სამკაული. 1975-1976 წწ. დედაქალაქის გლდანის საცხოვრებელი მასივის მშენებლობასთან დაკავშირებით, მასივის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ართილაყვა). გათხრებთან ერთად ექსპედიციამ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა სოფ. გლდანის, აგრეთვე მისი მიმდებარე ჯოხთანისა და ვეჯინის ხევების მიდამოებში (ართილაყვა ... 1978: 81-86; 1979: 204). 1979 წ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) მდ. ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე გათხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი და შუა საუკუნეების ნამოსახლარი (აბრამიშვილი ... 1982: 38-40).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან