ჯუმანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლეიბლის ველის ჩასწორება, replaced: ლეიბლი/ები → ლეიბლი using AWB
ხაზი 35:
[[1869]] წელს ორი ბიჭუნა მიწაში მარხავს იდუმალ სკივრს, რომლიდანაც დოლის ხმები გაისმის. 100 წლის შემდეგ 12 წლის ალან პერიში გაურბის ბიჭუნებს, რომლებიც მას სკოლაში ჩაგრავენ და მამის კუთვნილ ფეხსაცმელების ქარხანაში იმალება. იგი შემთხვევით აფუჭებს კონვეიერს, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს ერთ-ერთი თანამშრომელი, კარლი. იგი სამსახურს კარგავს. გარეთ გამოსულ ალანს ბიჭები მაინც სცემენ. ალანი ახლოს მიმდინარე მშენებლობაზე პოულობს მიწაში ჩაფლულ სკივრს, საიდანაც იღებს ყუთს წარწერით ''ჯუმანჯი''. აღმოჩნდება, რომ ეს სამაგიდო თამაშია.
 
საღამოს იგი ეკამათება მამას და უარს ამბობს სკოლა-ინტერნატში გამგზავრებაზე. მას შემდეგ, რაც მშობლები მიდიან მნიშვნელოვან საღამოზე, ალანი აპირებს გაქცევას, მაგრამ მას მოუსწრებს მეგობარი სარა, რომელიც ველოსიპედს უბრუნებს. ამ დროს ''ჯუმანჯიდამ'' კვლავ დოლების ხმა გაისმის და ბავშვები მის თამაშს იწყებენ. კამათლების ყოველ გაგორებას მოჰყვება დაფაზე ფიგურების ავტომატური გადაადგილება და დაფის ცენტრში ჩნდება გზავნილი. მას შემდეგ, რაც ალანი კამათლებს აგორებს, იწერება, რომ იგი შორეულ ადგილებში მოხვდება და ვერ დაბრუნდება, სანამ ვინმე არ გააგორებს 5-ს ან 8-ს. თამაში იწოვს ალანს, ხოლო შეშინებული სარა, რომელსაც უეცრად გამოჩენილი ღამურები მისდევენ, პერიშების სახლიდან გარბის.
 
26 წლის შემდეგ პერიშების სახლში საცხოვრებლად გადადიან დაობლებული ჯუდი და პიტერ შეპერდი, დეიდა ნორასთან ერთად. ბავშვები პოულობენ ''ჯუმანჯის'' და იწყებენ ჭერში მის თამაშს, რასაც მოჰყვება მოზრდილი კოღოების და მაიმუნების გამოჩენა. ვინაიდან თამაშის წესებში წერია, რომ ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება, ბავშვები მას განაგრძობენ. ამჯერად ჩნდება ლომი, მაგრამ მას ებრძვის თამაშიდან დაბრუნებული ალანი (ლომის გამოჩენას წინ უსწრებს პიტერის მიერ გაგორებული 5-იანი). ალანი ლომს ოთახში კეტავს და გახარებული, გარბის მამის ქარხნისკენ. გზად იგი ხვდება კარლს, რომელიც პოლიციაში მსახურობს. უფუნქციო ქარხანაში მცხოვრები უსახლკარო ალანს უამბობს, რომ სემი დაღონებული იყო შვილის მოულოდნელი გაქრობის შემდეგ და მთელი ფინანსური საშუალებები მის საძიებლად დახარჯა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა და ქარხნის დახურვამ ქალაქის ეკონომიკა დააზარალა.
 
ჯუდი და პიტერი ცდილობენ თამაშის გაგრძელებას, მაგრამ ალანი ხვდება, რომ ამჯერად კიდევ ერთი მოთამაშის სვლაა. ისინი პოულობენ სარას, რომელსაც ალანი საბოლოოდ დაითანხმებს. სარა კამათელს აგორებს, რასაც მოსდევს პერიშების სახლში გიგანტური სუროების ზრდა, ხოლო ალანის შემდეგ გაგორებას - ''ჯუმანჯიდან'' რეალურ სამყაროში მონადირე ვან პელტის გამოჩენა, რომელიც პერიშს დასდევს. იგი იპარავს თამაშს, ამასობაში კი ალანს იჭერს კარლი, რომელსაც არ მოსწონს, რომ ყველა უსიამოვნება მაშინ ჩნდება, როდესაც ალანი ახლოს ტრიალებს. ჯუმანჯიდან ამასობაში ჩნდება ცხოველების დიდი ნაკადი, რომელიც ქალაქში დარბის. მაიმუნები ქალაქში ყველაფერს ანადგურებენ. პიტერი, სარა და ჯუდი მონადირის მიერ წაღებულ თამაშს ადგილოვრივ მაღაზიაში მისი პოვნის შემდეგ იბრუნებენ. ალანთან (რომელიც კარლს თავის თავზე უამბობს) ერთად შინ დაბრუნებულები, ისინი ბრუნდებიან ველურ ტყედ ქცეულ სახლში. ''ჯუმანჯის'' დასრულებისას მონადირე ალანს აიძულებს, გადააგდოს კამათელი, რასაც მოჰყვება თამაშის დასრულება. ალანი წარმოთქვამს სიტყვას ''ჯუმანჯი'', მონადირე მას ესვრის, მაგრამ ყველაფერი, რაც თამაშმა ამასობაში რეალურ სამყაროში გამოუშვა, უკან ბრუნდება.
 
ალანი უბრუნდება 1969 წელს. იგი და სარა კვლავ მოზარდები არიან, მაგრამ ახსოვთ ყველაფერი, რაც მანამდე გადახდათ. ალანი ურიგდება მამას და უამბობს, რომ ქარხნის ინციდენტი მისი ბრალი იყო, ამიტომ კარლი აღარ კარგავს სამუშაოს. სემი შვილს ეუბნება, რომ მისი სკოლა-ინტერნატში წასვლა აუცილებელი არ არის. იციან რა, რომ ჯუდი და პიტერი ჯერ არ დაბადებულან, ალანი და სარა ''ჯუმანჯის'' მდინარეში აგდებენ და იწყებენ რომანტიკულ ურთიერთობას.
 
მომავალში ალანი და სარა დაქორწინებულები არიან და ელოდებიან პირველ შვილს. მათ სახლში საშობაო წვეულებაზე მოდიან შეპერდები. ალანი და სარა ჯუდისა და პიტერის მამას, ჯიმს, სთავაზობენ სამუშაოს ფეხსაცმლის ქარხანაში და ცდილობენ, აარიდონ კანადაში მგზავრობას, რომლის დროსაც ისინი ალტერნატიულ რეალობაში დაიღუპნენ.
ხაზი 79:
| ჟანრი =
| ხანგრძლივობა = 51:04
| ლეიბლი/ები = [[Epic Soundtrax]]
| პროდიუსერი =
| წინა ალბომი =
ხაზი 151:
{{სქოლიოს სია}}
 
[[Categoryკატეგორია:1995 წლის ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:ამერიკული სათავგადასავლო კომედიური ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:ამერიკული საბავშვო ფენტეზი ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:გამოგონილი თამაშები]]
[[Categoryკატეგორია:ფილმები ობლების შესახებ]]
[[Categoryკატეგორია:საბავშვო წიგნებზე დაფუძნებული ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:ჯო ჯონსტონის ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:ჯეიმზ ჰორნერის მუსიკა]]
[[Categoryკატეგორია:1860 წელს მიმდინარე ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:1969 წელს მიმდინარე ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:1995 წელს მიმდინარე ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:Interscope Communications-ის ფილმები]]
[[Categoryკატეგორია:TriStar Pictures-ის ფილმები]]
[[კატეგორია:ფილმები დროში მოგზაურობის შესახებ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯუმანჯი“-დან