გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
 
==ნასოფლარები==
გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინატწინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალიხევი, ლელუბანი. თუმცა უკანასკნელი სამი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში მოქმედ დასახლებულ პუნქტებადაა შეტანილი, გაცილებით ძველი ნასოფლარებია — დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედვაკე, ნატუსები, საყინულე, ხოდაბუნები და სხვ.
 
'''დიდმანიანი''' და '''პატარა მანიანი''' ჯოხტანისხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ახლა ეს ადგილები ტყით არის დაფარული. აქ გამოვლინდა ნასახლარები და ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მცენარეულობით არის დაფარული ასევე ვეჯინისხევის მარჯვენა მხარეზე მდებარე '''ზედვაკის''' ნასოფლარი. აქაც ნაპოვნია ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები და ნასახლარები. ტყით არის დაფარული ასევე ნასოფლარი '''ნატუსები''', რომელიც ჯვარასხევის მარჯვენა ნაპირზეა, ამავე ხევის მარცხენა ნაპირზე კი მდებარეობს ნასოფლარი '''ხოდაბუნები'''. ჯოხტანისხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ბოგირებში მდებარეობს ნასოფლარი '''საყინულე'''. აქაც შეიმჩნევა ნასახლარები და ადრინდელი ფეოდალური ხანის წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
 
==მატერიალური კულტურის ძეგლები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან