გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 85:
სახელწოდება გლდანი მიგვითითებს მრავლობით ფორმაზე; როგორც აღინიშნა, იგი რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა.
 
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის მიხედვით [[ვახტანგ VI]]-ის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა [[ლეკები]]ს ლაშქარი და იქვე მდებარე „წვეტიან ქვასთან“ მოკლა ლეკების სარდალი [[გალდანი]], რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეექვსე XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, ხოლო ლეკების შემოსევები საქართველში („[[ლეკიანობა]]“) XVI საუკუნეზე ადრე არ გადადის; სახელწოდება გლდანი კი XII საუკუნის წყაროებში უკვე დადასტურებულია. XV ს-ში სომხურ ანდერძში გლდანი გლგანად მოიხსენიება<ref>სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78</ref>.
 
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს — მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი. სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი '''ა''', შემდეგ '''რ''' ქცეულა '''ლ'''-დ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა. შესაბამისად დასახლების პირვანდელი სახელწოდების ფორმა '''გარდანი''' უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ '''გრდანის''', შემდეგ კი '''გლდანის''' სახელით გარდაქმნილა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან