გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 48:
გლდანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ე. წ. [[ცხვრის გზა]]ზე. თავდაპირველად იგი [[კახეთის სამთავრო]]ს შემადგენლობაში შედიოდა. [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა. სოფლის ყმა-მამულის ნაწილი სამეფო სახლმა [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველს]] შესწირა. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს და შემძლებელ [[ჯანდიერისშვილი|ჯანდიერისშვილებს]] ეკუთვნის, ხოლო ნაწილი — ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს. [[1579]] წელს კახთა მეფემ [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-მ]] სვეტიცხოველს განუახლა მამულები გლდანში. [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVIII საუკუნე]]ებში ჯანდიერისშვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს [[გურამიშვილები]] ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა სვეტიცხოვლისათვის წაერთმია ყმა-მამული და თავის ვასალებისათვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გლდანი, ისე როგორც მთელი კახეთი სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] [[თიანეთის მაზრა]]ში შევიდა.
 
====ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი====
გლდანი ძველად რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა. მისი ტერიტორია მოიცავდა მდინარე გლდანისხევის დიდ ნაწილს.
 
ხაზი 55:
ამის შემდეგ გლდანი არაერთ წყაროშია მოხსენიებული. განსაკუთრებით ხშირად იხსენიება [[XVI საუკუნე|XVI საუკუნე]]-[[XVIII საუკუნე]]ების საბუთებში. მათ შორის უნდა დავსახელოთ [[1579]] წლის საბუთი რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე კახთა მეფემ განუახლა [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველს]] გლდანში [[ღაჭიძეები]]ს შეწირულობა. გლდანი იხსენიება აგრეთვე XVII საუკუნის საბუთებში ჯანდიერების ყმებისა და ავჭალის წყლის დავაზე. XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი [[ვახუშტი ბაგრატიონი]] რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს „გრდანის“ სახელწოდებით. მის მიერვე შედგენილ რუკებზე და სოფლების სიაში ორი გრდანი არის აღნიშული და კიდევ ერთი დუმაგრდანი. [[იოანე ბაგრატიონი]]ც „[[ქართლ-კახეთის სოფლების აღწერაში]]“ გრდანის სახელს მოიხსენიებს (ორი სოფელი). გრდანი აღნიშნულია [[1788]] წლის საბუთში <ref>საქართველოს სიძველენი III, 1910, გვ. 37</ref>, [[1825]] წლის სტატისტიკურ აღწერაში<ref>მოსკოვის ცენტრალური სამხედრო ისტორიული არქივის ფონდი, ვუა, №18481</ref>, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ათეულობით რუკაზე და სხვა. [[ XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა გლდანი. ასეა [[1926]] წლის მოსახლეობის აღწერის მასალებსა და [[1930]] წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფაში. ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონების მიერ აღნიშული „დუმაგრდანი“ XIX საუკუნეში გამქრალა.
 
===საისტორიო წყაროები===
==ეტიმოლოგია==
სახელწოდება გლდანი მიგვითითებს მრავლობით ფორმაზე; როგორც აღინიშნა, იგი რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა.
 
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის მიხედვით [[ვახტანგ VI]]-ის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა [[ლეკები]]ს ლაშქარი და იქვე მდებარე „წვეტიან ქვასთან“ მოკლა ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეექვსე XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, ხოლო ლეკების შემოსევები საქართველში („[[ლეკაინობა]]“) XVI საუკუნეზე ადრე არ გადადის; სახელწოდება გლდანი კი XII საუკუნის წყაროებში უკვე დადასტურებულია.
 
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს — მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი. სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი '''ა''', შემდეგ '''რ''' ქცეულა '''ლ'''-დ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა. შესაბამისად დასახლების პირვანდელი სახელწოდების ფორმა '''გარდანი''' უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ '''გრდანის''', შემდეგ კი '''გლდანის''' სახელით გარდაქმნილა.
 
==მდებარეობა==
გლდანის ტერიტორია მდებარეობს საგურამო-იალნოს ქედის სამხრეთი კალთების ძირში, მდინარე გლდანისხევისა და ხევძმარის (მტკვრის მარცხენა შენაკადები) ნაპირებზე. იგი წარმოადგენს თბილისის ქვაბულის პერიფერიულ ნაწილს, ზღვის დონიდან 580-680 მეტრის ფარგლებში.
 
==საისტორიო წყაროები==
(ქც 4: 330,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2:128, 20, 21), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 330,19; 524,2; 536,23; 561,9), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55; ქრონიკები 1967: 86; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 363, 364, 374; 1977: 606; 1985: 16, 17), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 46), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 64), XV ს-ის სომხური ანდერძი (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78).
 
Line 95 ⟶ 85:
 
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება გლდანის საცხოვრებელი მასივის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი თბილისური ფელსი, ხოსრო II-ის დრაქმა, საბეჭდავი ჟეტონი და მედალიონი წმინდა გიორგის გამოსახულებით (აბრამიშვილი 1984: 144).
 
==ეტიმოლოგია==
სახელწოდება გლდანი მიგვითითებს მრავლობით ფორმაზე; როგორც აღინიშნა, იგი რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა.
 
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის მიხედვით [[ვახტანგ VI]]-ის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა [[ლეკები]]ს ლაშქარი და იქვე მდებარე „წვეტიან ქვასთან“ მოკლა ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეექვსე XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, ხოლო ლეკების შემოსევები საქართველში („[[ლეკაინობა]]“) XVI საუკუნეზე ადრე არ გადადის; სახელწოდება გლდანი კი XII საუკუნის წყაროებში უკვე დადასტურებულია.
 
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს — მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი. სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი '''ა''', შემდეგ '''რ''' ქცეულა '''ლ'''-დ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა. შესაბამისად დასახლების პირვანდელი სახელწოდების ფორმა '''გარდანი''' უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ '''გრდანის''', შემდეგ კი '''გლდანის''' სახელით გარდაქმნილა.
 
==მატერიალური კულტურის ძეგლები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან