ლას მენინასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16:
1734 წელს მცირედ დააზიანა ნახატი, ამიტომ ზოგიერთი პერსონაჟის თავიდან დახატვა გახდა საჭირო, მათ შორის, ინფანტას მარცხენა ლოყა. ბოლო წლებში მან თავისი ზოგიერთი ფერი დაკარგა, ნაწილობრივ ეს გამოიწვია გალერეაში ნახატის ვიზიტორების დიდმა რაოდენობამ და ამით გამოწვეულმა დაბინძურებამ. ის გაწმინდეს [[1984]] წელს. ზოგი ადამიანი ფიქრობდა, რომ ამან ნახატი შეცვალა და ის სხვანაირად გამოიყურებოდა.
 
[[ფაილი:Velazquez-Meninas-key3.jpg|250px300px|მინი|ნახატზე გამოსახული პერსონაჟების დეტალური დახასიათება. ]]
ადამიანები, რომელიბ ლას მენინაში არიან გამოსახულნი ველასკესის სამეფო სასახლის სტუდიაში იყვნენ. ინფანტა მარგარიტა (ნახატის გასაღების პირველი პერსონაჟი) ნახატის ცენტრში მდგომი, ნახატზე ხუთი წლისაა. იგი შემდგომში დაქორწინდა რომის იმპერატორ ლეოპოლდზე. მას ჰყავს ორი ქალი მოსამსახურე (მენინასი): დონა ისაბელ დე ველასკო(2), რომელიც თავს უკრავს პრინცესას და დონა მარია აგუსტინა სარმიენტო დე სოტომეიორი(3), რომელიც დახრილია მარგარიტასთან და სთავაზობს სასმელს წიტელი ჭიქიდან, ან ბუკაროს, რომელიც მას ოქროს ჭიქით უჭირავს. ინფანტას მარჯვნივ არის ორი ჯუჯა: მარიბარბოლა (4), რომელიც გერმანელი იყო და ნიკოლას პერტუსატო (5), რომელიც იტალიელი იყო. იგი ცდილობს ფეხით ძაღლის გაღვიძებას. მათ უკან დგას დონა მარსელა დე ულოა (6), პრინცესას დამრიგებელი, რომელიც შემოსილია ძაძებით და ელაპარაკება პრინცესას პირდა მცველს (7). ჩვენ არ ვიცით პირადი მცველის სახელი.
 
ხაზი 23:
თავად ველასკესი (9) დგას სცენის მარცხნივ, რომელიც უყურებს ტილოს მოლბერტის მხარდაჭერით. მის მკერდზე არის სანტიაგის ორდენის წითელი ჯვარი გამოსახული, რომელიც არ მიუღია [[1659]] წლამდე, ნახატის შესრულებიდან სამი წლის შემდეგ. მან მოგვიანებით დაამატა ეს წითელი ჯვარი.
 
უკანა კედელზე, სადაც სარკეა ჩამოკიდებული ასახულია მეფე ფილიპ IV-ისა (10) და მისი დედოფლის, მარიანას გამოსახულებები (11). ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი ველასკესმა დახატა, და ქალიშვილი, ინფანტა სწორედ მათ უყურებს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლას_მენინასი“-დან