ლას მენინასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
ადამიანები, რომელიბ ლას მენინაში არიან გამოსახულნი ველასკესის სამეფო სასახლის სტუდიაში იყვნენ. ინფანტა მარგარიტა (ნახატის გასაღების პირველი პერსონაჟი) ნახატის ცენტრში მდგომი, ნახატზე ხუთი წლისაა. იგი შემდგომში დაქორწინდა რომის იმპერატორ ლეოპოლდზე. მას ჰყავს ორი ქალი მოსამსახურე (მენინასი): დონა ისაბელ დე ველასკო(2), რომელიც თავს უკრავს პრინცესას და დონა მარია აგუსტინა სარმიენტო დე სოტომეიორი(3), რომელიც დახრილია მარგარიტასთან და სთავაზობს სასმელს წიტელი ჭიქიდან, ან ბუკაროს, რომელიც მას ოქროს ჭიქით უჭირავს. ინფანტას მარჯვნივ არის ორი ჯუჯა: მარიბარბოლა (4), რომელიც გერმანელი იყო და ნიკოლას პერტუსატო (5), რომელიც იტალიელი იყო. იგი ცდილობს ფეხით ძაღლის გაღვიძებას. მათ უკან დგას დონა მარსელა დე ულოა (6), პრინცესას დამრიგებელი, რომელიც შემოსილია ძაძებით და ელაპარაკება პრინცესას პირდა მცველს (7). ჩვენ არ ვიცით პირადი მცველის სახელი.
 
უკანა მხარეს მარჯვნივ დგას დონ ჟოზე ნიეტო ველასკესი (8) — დედოფლის ხაზინადარი [[1650]]-იან წლებში და სამეფო გობელენის სამუშაოების ხელმძღვანელი — რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო მხატვრის ნათესავი. ნიეტო პაუზას გამოხატავს, რომელიც მარხვენა მუხლით მოხრილი და სხვა ადგილად უდევს. ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რას აკეთებს ის. არაცერთ ადამიანს ამ ნახატზე არ შეუძლია მისი შემჩნევა. მხოლოდ მაყურებლებისთვისა ის ხილული (მეფე და დედოფლისთვისაც?).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლას_მენინასი“-დან