გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულიათამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში —„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“. მასში აღნიშულია: — „... დააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი...“ (ქ. ც. II, 1959, გვ. 128).
 
ამის შემდეგ გლდანი არაერტ წყაროშია მოხსენიებული. განსაკუთრებით ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეები საბუთებში. მათ შორის უნდა დავსახელოთ 15979 წლის საბუთი რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე კახტა მეფემ განუახლა სვეტიცხოველს გლდანში ღაჭიძეების შეწირულობა. გლდანი იხსენიება აგრეთვე XVII საუკუნის საბუთებში ჯანდიერების ყმებისა და ავჭალის წყლის დავაზე. XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს „გრდანის“ სახელწოდებით. მის მიერვე შედგენილ რუკებზე და სოფლების სიაში ორი გრდანი არის აღნიშული და კიდევ ერთი დუმაგრდანი. იოანე ბაგრატიონიც „ქართლ-კახეთის სოფლების აღწერაში“ გრდანის სახელს მოიხსენიებს (ორი სოფელი). გრდანი აღნიშნულია 1788 წლის საბუთში (საქართველოს სიძველენი III, 1910, გვ. 37), 1825 წლის სტატისტიკურ აღწერაში (მოსკოვის ცენტრალური სამხედრო ისტორიული არქივის ფონდი, ვუა, №18481), XIX საუკუნის ათეულობით რუკაზე და სხვა. XX საუკუნის დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა გლდანი. ასეა 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებსა და 1930 წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფაში. ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონების მიერ აღნიშული დუმაგრდანი XIX საუკუნეში გამქრალა.
 
სახელწოდება გლდანი მიგვითითებს მრავლობით ფორმაზე; როგორც აღინიშნა, იგი რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა.
 
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის მიხედვით ვახტანგ მეექვსის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე „წვეტიან ქვასთან“ მოკლა ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეექვსე XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, ხოლო ლეკების შემოსევები საქართველში („ლეკაინობა“) XVI საუკუნეზე ადრე არ გადადის; სახელწოდება გლდანი კი XII საუკუნის წყაროებში უკვე დადასტურებულია.
 
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს - მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი. სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი ა,შემდეგ რ ქცეულა ლ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა.
 
==საისტორიო წყაროები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან