ოტო ფონ ბისმარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 56:
== ბიოგრაფია ==
 
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა [[1847]] წელს (როცა [[პრუსია|პრუსიის]] გაერთიანებული [[ლანდტაგი]]ს დეპუტატი გახდა და უკიდურეს მემარჯვენე ფრთას მიემხრო). [[გერმანიის რევოლუცია (1848-1849)|1848]] წლის რევოლუციის]] პერიოდში, როგორც ულტრამონარქისტი, ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ხალხის მასების დემოკრატიული მოძრაობა, იბრძოდა გერმანიის "ქვემოდან" გაერთიანების წინააღმდეგ. [[1851]]-[[1859]] წლებში პრუსიის წარმომადგენელი იყო [[გერმანიის კავშირისკავშირი]]ს ბუნდესტაგში [[მაინის ფრანკფურტი|მაინის ფრანკფურტში]]. [[1859]]-[[1862]] წლებში პრუსიის ელჩი ჯერ [[პეტერბურგირუსეთის იმპერია|პეტერბურგშირუსეთში]], შემდეგ [[პარიზისაფრანგეთის მეორე იმპერია|პარიზშისაფრანგეთში]].
 
[[1862]] წლის სექტემბერში დაინიშნა პრუსიის [[მინისტრ-პრეზიდენტი|მინისტრ-პრეზიდენტად]] და საგარეო საქმეთა მინისტრად, უგულებელყო ლანდტაგის საბიუჯეტო უფლებები, გაატარა სამხედრო რეფორმა, რომელმაც განამტკიცა გერმანიის სახელმწიფოებს შორის პრუსიის სამხედრო უპირატესობა და დაიწყო გამალებული მზადება გერმანიის კავშირიდან [[ავსტრია|ავსტრიის]] განსადევნად. ბისმარკი დაუფარავად აცხადებდა, რომ გერმანიის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ "რკინითა და სისხლით". [[1863]] იგი [[რუსეთი|რუსეთს]] შეუთანხმდა [[პოლონეთი|პოლონეთში]] აჯანყებულთა წინააღმდეგ შესაძლო ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. [[1864]] [[დანია]]სთან ომში პრუსიამ ავსტრიასთან ერთად დაიპყრო [[შლეზვიგ-ჰოლშტაინი|შლეზვიგი-ჰოლშტაინი]]. [[ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი|1866 წელს]] პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და დაამარცხა იგი [[სადოვის ბრძოლა]]ში. ამან შესაძლებლობა მისცა ბისმარკს [[1867]] დაეარსებინა [[ჩრდილო გერმანიის კავშირი]] პრუსიის ჰეგემონიით და გამხდარიყო მისი [[ბუნდესკანცლერი]]. მოქნილი დიპლომატიური მანევრებით ბისმარკმა შეძლო [[საფრანგეთი]]ს იმპერიის
იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც განაპირობა საფრანგეთის მარცხი პრუსიასთან [[საფრანგეთ-პრუსიის ომი (1870-1871)|1870-1871 ომში]].
 
[[1871]] წლის 18 იანვარს [[ვერსალი|ვერსალში]] ოფიციალურად გამოცხადდა [[გერმანიის გაერთიანება (1871)|გერმანიის იმპერიის ჩამოყალიბება]]. გერმანიის ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანება ისტორიულად პროგრესული მოვლენა იყო. [[ლენინი|ვ. ი. ლენინი]] აღნიშნავდა, რომ რაკი გაერთიანება ვერ მოხერხდა რევოლუციურად, იგი განხორციელდა კონტრრევოლუციურად, იუნკრულად და სწორედ ბისმარკმა თავისებურად, იუნკრულად გააკეთა პროგრესული საქმე (თხზ., გამოც. მე-4, ტ. 21, გვ. 114).
 
[[იმპერია|იმპერიის]] ჩამოყალიბების შემდეგ ბისმარკი, როგორც [[რაიხსკანცლერი]], თითქმის 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას. რაიხსკანცლერობის პირველ პერიოდში იგი ეყრდნობოდა [[ეროვნულ-ლიბერალურ პარტია]]ს და ე. წ. "[[კულტურკამპფი]]ს" დროს მასთან ერთად გამოდიოდა კლერიკალური-პარტი-კულარისტული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. მკვეთრად რეაქციული გახდა ბისმარკის პოლიტიკა პოლონელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და გერმანიის პროლეტარიატის წინააღმდეგ განსაკუთრებული კანონის მეშვეობით ბისმარკი შეეცადა ჩაეხშო მზარდი მუშათა მოძრაობა და აელაგმა [[გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია]]. მაგრამ ამ ფრონტალურმა შეტევამ მარცხი განიცადა. ბისმარკის რაიხსკანცლერობის დასასრულს ნათლად გამოიკვეთა მმართველი წრეების მისწრაფება მშრომელ მასებთან ბრძოლაში დიქტატორული მეთოდები ლიბერალური დემაგოგიით შეეცვალათ.
 
ბისმარკის უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნდა ჩაეშალა ანტიგერმანული კოალიციების შექმნის ყოველგვარი შესაძლებლობა, არ დაეშვა [[საფრანგეთი]]ს ძლიერების აღორძინება. ამ მიზანს ემსახურებოდა [[1873]] წელს დადებული რუსეთ-ავსტრია-გერმანიის შეთანხმება ("[[სამი იმპერატორის კავშირი]]"). ამავე დროს ბისმარკი ცდილობდა უკიდურესად გაერთულებინა [[რუსეთი]]ს მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, დაეპირისპირებინა მისთვის ბალკანეთზე [[ავსტრია]]-[[უნგრეთი]], ხოლო ხმელთაშუა ზღვის აუზში - [[ინგლისიდიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთი]], და "პატიოსანი მაკლერის"
ნიღაბს ამოფარებულს, ისევე როგორც [[1878]] წლის [[ბერლინის კონგრესი|ბერლინის კონგრესზე]], მათი წინააღმდეგობები გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ გამოეყენებინა. [[1879]] წელს ბისმარკმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას [[ავსტრია-უნგრეთი|ავსტრია-უნგრეთთან]], რომელიც [[იტალია|იტალიის]] შეერთების შემდეგ [[სამთა კავშირი 1882|სამთა კავშირად გადაიქცა]] ([[1882]]). ამავე დროს ბისმარკი [[1887]] ე. წ. "გადაზღვევის ხელშეკრულებით" ცდილობდა კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა რუსეთთანაც. ამგვარმა რთულმა დიპლომატიურმა მანევრირებამ ბოლოს და ბოლოს უარყოფითი შედეგი გამოიღო - 80-იანი წლების დასასრულს დაიწყო რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება, რაც [[1891]]-[[1893]] მათ შორის სამხედრო კავშირის დადებით დამთავრდა.
 
[[1888]] წელს გერმანიის იმპერიის [[კაიზერი]] გახდა [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]], იგი აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში რამაც ახალგაზრდა კაიზერსა და მოხუც, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილ ბისმარკს შორის თავიდანვე უთანხმოება გამოიწვია. განსაკუთრებით დიდი დაპირისპირება ამ ორ სუბიექტს შორის გამოიწვია ანტისოციალისტურმა კანონპროექტმა, რაც ბისმარკის რაიხსკანცლერის პოსტიდან გადადგომით დამთავრდა ([[1890]] წლის მარტში). "რკინის კანცლერის" ეპოქა დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა პოლიტიკური გავლენა .