გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 52:
 
ვახუშტი ბაგრატიონი გლდანის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ხეობა გრდანისა და მდინარე მისი გამოსდის ზადაძნის შესართავს ერწოს მთას, დის გრდანამდე ჩდილოდან სამხრით“ (ქც 4: 537,1-3).
 
მდებარეობს თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. გლდანის წყლის ორივე ნაპირზე, დღევანდელი სოფ. გლდანის ტერიტორიაზე. წარმოადგენს დედაქალაქის საგარეუბნო სოფელს.
 
კახეთის დამოუკიდებელი სამთავროს არსებობის დროს გლდანი კახეთის შემადგენლობაში იყო. დავით IV აღმაშენებლის (1098-1125) მიერ კახეთის სამთავროს შემოერთების შემდეგ, გლდანის ყმა-მამულის ნაწილი სამეფო კარს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს. შამქორის ომიდან დაბრუნებულ ზაქარია და ივანე მხარგრძელებს ლაშქრობაში მოპოვებული ალაფი გაუწყვიათ ქალაქის კარიდან გლდანის ხევამდე (ქც 2: 128,20,21). საქართველოს ცალკეულ სამეფო სამთავროებად დაშლის შემდეგ სოფელი კვლავ კახეთის შემადგენლობაშია. 1579 წ. კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1574-1605) სვეტიცხოველს განუახლა გლდანის ყმა-მამულების შეწირულობის სიგელი. გლდანის მიწებისა და ყმების ნაწილს კახეთის თავადები, ჯანდიერები ფლობდნენ (საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55). გლდანს ვახუშტი და იოანე ბაგრატიონები, აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ავტორი გრდანის ფორმით მოიხსენიებდნენ (ქც 4: 330,19; ბაგრატიონი 1986: 64; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 16, 17). XV ს-ში სომხურ ანდერძში გლდანი გლგანად მოიხსენიება (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან