წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც [[ეფესო|ეფესელი]] ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ამ ქალის სიტყვებით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, რომ წასულიყო [[მოციქულთასწორი ელენე|ელენე დედოფალთან]] ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იობენალ პატრიარქის კურთხევით ნინო გაემგზავრა იმ ქალთან ერთად და როდესაც მივიდნენ მის სახლში, იქ ნახა ვიღაც დიდებული, მეფეთა ნათესავი ქალი, სახელად [[რიფსიმე]], რომელსაც ქრისტეს აღიარების სურვილი ჰქონდა და იერუსალიმიდან ელოდა ნათლისღებას. მაშინ ნინოს ხელქვეშ მოინათლა რიფსიმე და მისი სახლის ორმოცი სული და დარჩა მის სახლში კიდევ ორი წელი.
 
===="საბერძნეთიდან"„საბერძნეთიდან“ გაქცევა====
 
ამ დროისთვის უკვე ქრისტე უღიარებია [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე იმპერატორს]] და დედამისს, [[მოციქულთასწორი ელენე|ელენეს]]. ამიტომაც ბუნდოვანია, თუ რატომ გამოიქცნენ [[რიფსიმე]] და მისი [[დედა–მძუძე]] [[გაიანე]] ნინოსთან და კიდევ ორმოცდაათ სულთან ერთად "საბერძნეთიდან", ანუ [[რომის იმპერია|რომის იმპერიიდან]]. სწორი უნდა იყოს მოსაზრება, რომ ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც 313–324 წლებში მართავდა [[ლიცინიუსი]], ქრისტიანების მდევნელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ წმ. ქალწულები სწორედ [[ლიცინიუსი]]ს დევნას გამოექცნენ [[სომხეთი|სომხეთში]], სადაც ისინი მოვიდნენ, სავარაუდოდ 317 წლის 15 მარტს ("თთუესა პირველსა ათხუთმეტსა"; [[მარტი]]ს თვე [[რომის იმპერია]]ში წლის პირველ თვედ ითვლებოდა).<ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67</ref> , ხოლო იწამნენ 30 მარტს [[თრდატ III|თრდატ მეფის]] ბაღში. ქალწულთაგან მხოლოდ ნინო გადარჩა, რომელიც ვარდის ბუჩქებში დაიმალა. იქ მოესმა მას უფლის ხმა, რომელმაც უთხრა: "ხოლო შენ ადეგ და ვიდოდე აღმოსავალით, სადა–იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლად–ვე არა არიან".<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 332</ref>
ბოლოს წმ. ნინო გადავიდა [[კახეთი|კახეთში]], [[ქცელ-დაბა]]ში. იქ მოიყვანა [[კახელები|კახი]] მთავრები და მონათლა.
 
"[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ს“–ს ქრონოლოგიის შესაბამისად დგინდება, რომ წმ. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რამდენიმე წელი (შესაძლოა 6 წელიც) გაგრძელდა.
 
====დასნეულება და გარდაცვალება, კუხეთის დაბა ბოდი====
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქადაგებლად წობენიდან ერწოში წასასვლელად არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რომელიც კუხეთის დაბა '''[[ბოდავი|ბოდავზე]]''' გადიოდა. ერწო-თიანეთში ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო უკან სწორედ აღნიშნული გზით დაბრუნდებოდა მცხეთაში. შესაძლოა იქ სადაც დასნეულდა წმინდა ნინო, შემდგომში აშენდა [[ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია]]. ბოდავი, რადგანაც კახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, იქედან გადმოსული ქრისტიანი კახელები (ფხოველები და თიანელები) ნახულობდნენ წმინდა ნინოს. მალევე უჯარმიდან წმინდა ნინოს სანახავად მოსული, რევი და სალომე სავარაუდოდ უჯარმაში გადმოიყვანდნენ.
 
წმინდა ნინო გარდაიცვალა [[338]] [[წელი|წლის]] [[27 იანვარი|27 იანვარს]] ([[ძველი სტილი|ძველი სტილით]] [[14 იანვარი]]), 42 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით [[მალარია|მალარიას]] შეესაბამება.<ref>ნ. ნიკოლოზიშვილი, რ. შენგელია, წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი, "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9; ლევან ქურციკაშვილი, კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს აღსასრულზე, „ჩვენი მწერლობა“ (გამოხმაურება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რამაზ შენგელიას წერილზე "წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი"), 2006, N23, გვ.41-42</ref>
 
განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა [[მირიან III|მირიან მეფემ]] განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს [[ბოდი|ბოდში]] და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, რომ იმ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.