მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
|ხელმოწერა = Tughra_of_Mehmed_IV.JPG
}}
'''მეჰმედ IV''' ({{lang-ota|محمد رابع|Mehmed-i râbi‘}}, {{lang-tr|Dördüncü Mehmet, Avcı Sultan Mehmet}}; დ. [[2 იანვარი]] [[1642]] — გ. [[6 იანვარი]] [[1693]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] [[სულთანი]] [[1648]] - [[1687]] წლებში. [[იბრაჰიმ I (თურქეთი)|იბრაჰიმ I-ისა]] და მისი ცოლის, [[თურჰან ჰატიჯე სულთანი|თურჰან ჰატიჯე სულთნის]] ვაჟი.
 
მეჰმედ IV სულთან [[იბრაჰიმ I (თურქეთი)|იბრაჰიმ I-ისა]] და მისი ცოლის [[თურჰან ჰატიჯე სულთანი|თურჰან ჰატიჯე სულთნის]] შვილია.მეჰმედი სულთნის ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც მისი მამა [[იანიჩარები|იანიჩარებმა]] დაამხეს. მეჰმედისმისი მცირეწლოვნობის პერიოდში ქვეყანაში სრულ ანარქიას თესავდნენ და ინტრიგების ქსელს ხლართავდნენ მისი დედა- თურჰან ჰატიჯე სულთანი და ბებია — [[ქიოსემ სულთანი]]. მათი დაპირისპირება დამთავრდა [[1651]] წელს, ქიოსემის მკვლელობით.
 
ამ ინტრიგების წყალობით [[დარდანელის სრუტე]]ში ვენეციელებმა ოსმალეთის ფლოტი დაამარცხეს. ვენეციელები კონსტანტინოპოლსაც უქმნიდნენ საფრთხეს, მაგრამ ვითარება შეიცვალა, როდესაც დიდი ვეზირის სავარძელი, [[ქოფრიულიუ]]ს დიდ ვეზირთა ცნობილი გვარის ფუძემდებელმა, [[ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა]] დაიკავა. მეჰმედ-ფაშამ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე აღედგინა. ხშირად სულთნის მაგივრად გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.