მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
[[1676]] წელს, [[ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა|ფაზილ აჰმედ-ფაშა]]ს გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა [[ქარა მუსტაფა-ფაშა|ქარა მუსტაფა-ფაშა]], რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი [[ბახჩისარაის ხელშეკრულება|ზავით]] დასრულდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ორ დიდ იმპერიას შორის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, რაც დიდ საშიშროებას უქმნიდა ყირიმის სახანოს.
 
ქარა მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] დაპყრობა. [[1683]] წელს ქარა მუსტაფა-ფაშამ ევროპაში ლაშქრობა დაიწყო და ალყა შემოარტყა [[ვენა]]ს (იხილეთ [[ვენის ალყა (1683)|ვენის ალყა]]). [[კარლ IV (ლოტარინგია)|კარლ ლოთარინგიელი]] და [[იან III სობესკი|იან სობესკი]] ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით [[1683]] წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დასაჯეს. დიდი ვეზირის ბეჭედი კი [[ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა|ბაიბურთლუ იბრაჰიმ-ფაშას]] უბოძეს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად,ვერ გაამართლა სულთნის იმედები.
 
[[1687]] წელს მოჰაჩთან სასტიკად დამარცხდა ოსმალეთის არმია ისევ ავსტრიელთა წინააღმდეგ. [[1687]] წელსვე ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას მეორე შვილი, [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა|ფაზილ მუსტაფა-ფაშა]] აჯანყდა მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ. სულთანმა ტახტის პრეტენდენტების მოშორების მიზნით თავისი 2 ძმის, [[სულეიმან II|სულეიმანისა]] და [[აჰმედ II|აჰმედის]] სიკვდილით დასჯა ბრძანა, მაგრამ ბრძანება არ აღსრულდა. [[8 ნოემბერი|8 ნოემბერს]] [[იანიჩარები|იანიჩრებმა]] [[თოფქაფის სასახლე]] აიღეს და მეჰმედი ტახტიდან ჩამოაგდეს. სულთნის ტიტული კი [[კაფესი|„კაფესიდან“]]