მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 40:
[[1672]] წელს თვით სულთან მეჰმედის სარდლობით [[პოლონეთი|პოლონეთთან]] ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად პოლონეთმა ოსმალეთის იმპერიას დაუთმო [[პოდოლიე]] და [[უკრაინა|უკრაინის]] ნაწილი.
[[1676]] წელს, [[ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა|ფაზილ აჰმედ-ფაშა]]ს გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა [[ქარა მუსტაფა-ფაშა|ქარა მუსტაფა-ფაშა]], რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი [[ბახჩისარაის ხელშეკრულება|ზავით]] დასრულდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ორ დიდ იმპერიას შორის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, რაც დიდ საშიშროებას უქმნიდა ყირიმის სახანოს.
ქარა მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] დაპყრობა. [[1683]] წელს ქარა მუსტაფა-ფაშამ ევროპაში ლაშქრობა დაიწყო და ალყა შემოარტყა [[ვენა]]ს (იხილეთ [[ვენის ალყა (1683)|ვენის ალყა]]). [[კარლ IV (ლოტარინგია)|კარლ ლოთარინგიელი]] და [[იან III სობესკი|იან სობესკი]] ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით [[1683]] წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დასაჯეს. დიდი ვეზირის ბეჭედი კი [[ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა|ბაიბურთლუ იბრაჰიმ-ფაშას]] უბოძეს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად,ვერ გაამართლა სულთნის იმედები.
|