ფრიდა კალო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გარდაცვლილობის→გარდაცვალების
No edit summary
ხაზი 20:
| ჯილდოები =
}}
'''ფრიდა კალო''' (Frida Kahlo; დ. [[6 ივლისი]] [[1907]], [[კოიოაკანი]], [[მექსიკა]] ― გ. [[13 ივლისი]] [[1954]], [[მეხიკო]], [[მექსიკა]]) — [[მექსიკელები|მექსიკელი]] ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის [[რეალიზმი]]ს, [[სიმბოლიზმი]]სა და [[სიურეალიზმისიურრეალიზმი]]ს კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და [[კუბიზმი|კუბისტი]] მხატვარი [[რივერა, დიეგო|დიეგო რივერას]] მეუღლე.
 
== ბიოგრაფია ==
'''მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი''' (''[[ესპანური ენა|ესპ.]]'' Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო [[მეხიკო]]ს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში [[ორადეა]]დან, ([[რუმინეთი]]), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას [[პოლიომიელიტი]] გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.
 
[[1925]] წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოშისაშვილოსნოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ [[სიმბოლიზმი|სიმბოლიზმს]] მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.
[[ფაილი:Frida Kahlo Diego Rivera 1932.jpg|thumb|left|ფრიდა კალო დიეგო რივერასთან ერთად, 1932]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრიდა_კალო“-დან