ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და [[რსფსრ]] შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა დახმარებისათვის. ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.
 
ჰესის პირველი რიგი 1927 წლის 9 აპრილს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 20,3 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. 1952 წელს დასრულდა ჰესის ავტომატიზაცია. 1947 წელს დაჯილდოვდა [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ. 1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. [[ლენინის]] ერთ-ერთი პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე [[ივანე შადრი]]).
 
ჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზაჰესკომი (თავჯდომარე შ. ელიავა, მოადგილეები ვ. სუხიშვილი და ნ. იორამიშვილი). ესკიზური პროექტი (ავტორი ინჟ. ო. მელიქ-ფაშაევი) დეტალურად დაამუშავა სპეციალურმა კომისიამ მ. ანდრეევი, დამანტოვიში, ლ. დიასამიძე, ვ. ვასილიევი, ნ. ზვორიკინი, ა. კიკნაძე — ხელმძღვ., ლ. კონიუშევსკი, ბ. კოსტინი, ო. მელიქ-ფაშაევი — მშენებლობის უფროსის მოადგილე, ს. ფირალიშვილი, ბ. ჭიჭინაძე — მშენებლობის უფროსი). ნაგებობატა არქიტექტურული ნაწილის ავტორები არიან ა. კალგინი, კ. ლეონტიევი, მ. მაჭავარიანი.
ხაზი 40:
:(ე) '''გამანაწილებელი სადგური'''
 
'''ვ.ი. ლენინის ძეგლი''' — 1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. [[ლენინის]] ერთ-ერთი პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე [[ივანე შადრი]]).
'''ვ.ი. ლენინის ძეგლი'''
 
'''ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი'''
 
[[2007]] წლის [[20 ივლისი|20 ივლისს]] ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.
 
==ჯილდოები==
1947 წელს დაჯილდოვდა [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ.
 
== ლიტერატურა ==