ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზაჰესკომი (თავჯდომარე შ. ელიავა, მოადგილეები ვ. სუხიშვილი და ნ. იორამიშვილი). ესკიზური პროექტი (ავტორი ინჟ. ო. მელიქ-ფაშაევი) დეტალურად დაამუშავა სპეციალურმა კომისიამ მ. ანდრეევი, დამანტოვიში, ლ. დიასამიძე, ვ. ვასილიევი, ნ. ზვორიკინი, ა. კიკნაძე — ხელმძღვ., ლ. კონიუშევსკი, ბ. კოსტინი, ო. მელიქ-ფაშაევი — მშენებლობის უფროსის მოადგილე, ს. ფირალიშვილი, ბ. ჭიჭინაძე — მშენებლობის უფროსი). ნაგებობატა არქიტექტურული ნაწილის ავტორები არიან ა. კალგინი, კ. ლეონტიევი, მ. მაჭავარიანი.
 
თბილისის გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსხვილი ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო მსჯელობის საგანი. არსებობდა ჰესის მშენებლოობის რამდენიმე პროექტი-წინადადება, რომლებიც ითვალისწინებდა ჰესის აგებას: უშუალოდ ქალაქში ე. წ. მადათოვის კუნძულის მიდამოებში (1904-1905 წკებში ბელგიელი ინჟინერი მეტცემი); მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან (1907 წ., ინჟინრები ა. ანდრეევი, ნ. ზვორიკინი); მდინარე ხრამზე სოფ. არუხლოსთან (1920 წ. ინჟინრები ავალიშინი, კოჟევნიკოვი, ზვორიკინი, საქართველოს ქალაქების კავშირის ინიციატივით) და სხვა. პროექტის განხორციელება ნაგულისხმევი იყო უცხოელი კონცენსიონერების დახმარებით. 1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების სამინისტრო ამზადებდა ხელშეკრულების პროექტს წიწამურიდან ზემო ავჭალამდე მტკვრისა და არაგვის ენერგიის გამოყენების უფლების შვეციის ფირმებისათვის გადაცემის თაობაზე.
[[2007]] წლის [[20 ივლისი|20 ივლისს]] ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.
 
მიუხედავად საბჭოტა ხელისუფლებისრთული შინაპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა დაიწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის.
 
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა ინსტრუმენტული საძიებო სამშაოები, დაამუშავა საველე მასალა და დაიწყო დამუშავება ინჟინერ მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული ესკიზური პროექტისა, რომელიც იტვალისწინებდა მდინარე არაგვის ბოლო მონაკვეთის (ბებრის ციხიდან შესართავამდე) და მდინარე მტკვრის (მდიანრე არაგვთან შეერთების ადგილიდან დიღმის რკინიგზის ხიდამდე) გამოყენებას.
 
1922 წლის I ნახევარში იყო კიდევ ერთი წინადადება თვით თბილისში 10 000 ც. ძ-ის ცენტრალური თბოსადგურის აგებისა (ინჟინერი ი. ვაწაძე) სპეციალური საექსპორტო კომისიების დასკვნებით უპირატესობა მიეცა ჰესის მშენებლობას ზემოთ უკვე ნახსენებ სქემებში — ზემო ავჭალისა მდინარე მტკვარზე.
 
ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წლის 20 ივნისს დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა ზაჰესკომი.
 
ზაჰესკომმა და მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელებმა დიდი ორგანიზაციული და პრაქტიკკული მუსაობა ჩაატარეს ზაჰესის მოკლე დროში და მაღალ ტექნიკურ დონეზე აშენებისათვის.
 
შერჩეულ ადგილზე წყლის რესურსების შემოწმების შემდეგ საბჭოტა და უცხოელი სპეციალისტების რჩევისა და ადგილობრივი სპეციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ზაჰესის პირველი რიგის აგრეგატების სიმძლავრე განისაზღვრა 18 ათ. ც. ძ-ის ოდენობით (ნაცვლად გატვალისწინებული 10 ათ. ც. ძ-ისა). ჰიდროტექნიკური ნაგებობის აგებისას მხედველობაში უნდა მივიროთ საბოლოო საპროექტო სიმძლავრე (36 ათ. ც.ძ.).
 
ზაჰესკომის გადაწყვეტილებით ელექტრომექანიკური მოწყობილობები დაუკვეთეს საბჭოთა რუსეთის ქარხნებს, რომლებიც არდგენიტი პერიოდის მძიმე წლებში საჭიროებდნენ დახმარებასა და მხარდაჭერას. გამონაკლისი იქნა დაშვებული ტურბინების დამზადების საკითხში — საჭირო ოთხი ტურბინიდან ერთი (1500 ც. ძ.) უნდა დამზადებულიყო ლენინგრადის ლითონის ქარხანაში ფრიცნოიმაიერის ქარხნის ნახაზების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი — ფრიცნოიმაიერის ქარხანაში (გერმანია).
 
1938 წელს ზაჰესის სიმძლავრემ მიაღწია საპროექტო დონეს — დაემატა კიდევ ოთხი ტურბინა. სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. 1952 წელს ზაჰესი მთლიანად ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა, ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებიტ კიდევ 15%-ით გაიზარდა.
 
ზაჰესის ძირიტადი ნაგებობებია:
 
:(ა) '''სათავო ნაგებობანი'''
 
:(ბ) '''სადერივაციო არხი'''
 
:(გ) '''წნევის აუზი'''
 
:(დ) '''საგენერატორო სადგური'''
 
:(ე) '''გამანაწილებელი სადგური'''
 
'''ვ.ი. ლენინის ძეგლი'''
'''ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი'''
[[2007]] წლის [[20 ივლისი|20 ივლისს]] ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.
 
== ლიტერატურა ==