იუსტუს ლიბიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
 
ლიბიხის უდიდესი დამსახურებაა მიწათმოქმედების მეორე მნიშვნელოვანი კანონის „მინიმუმის კანონის„ ანდა როგორც მას შემდეგში უწოდებდნენ „შემზღუდველი ფაქტორების კანონის დადგენა“. ლიბიხმა დაამტკიცა, რომ მინერალური ნივთიერებები და მოსავლიანობის სხვა ფაქტორები: წყალი, სინათლე, სითბო და სხვ. ერთნაირად საჭიროა და ერთმანეთს ვერ სცვლის. ერთი რომელიმე ფაქტორის ნაკლებობაც კი მკვეთრად ამცირებს მოსავალს. ტიმირიაზოვი ასე უხსნიდა „მინიმუმის ანონს“ თავის ლექციებში გლეხებს და აგრონომებს.: „ეს არის გეჯა, რომლის ცაალკეულ ფიცრებზე მიწერილია მცენარის საკვების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები და მისი საერთო საარსებო პირობები. ფიცრები სხვასხვა სიმაღლეზეა გადახრილი, და ცხადია, წყლის რაოდენობა, რომელსაც გეჯა დაიტევს, დამოკიდებულია ყველაზე დაბალი ფიცრის შესაბამის დონეზე. ასევეა მინდორშიც, მოსავალი დამოკიდებულია იმ ნივთიერებასა თუ პირობაზე, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობისაა; ჩვენ ტყუილად გაავზრდიდით სხვებს - სხვა ფიცრების სიმაღლეს, დიდი მოსავალი ჩვენს გეჯა-მინდორში მაინც ვერ ჩაეტევა“.
[[ფაილი:Co2verfuessiger.jpg|250px|მინი|ლიბიხის პერსონალური ლაბორატორია ]]
 
კაპიტალიზმის განვითარებასა და ქალაქების მოსახლეობის ზრდასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნედლეულზე. გლეხები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მოსავალი მიეღოთ თავიანტ ნაკვეთზე, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ნიადაგს აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა ის ნივთიერებები, რომლებსაც მცენარეები იღებდნენ და მარცვლის, ხორცის, რძის, კვერცხის, ბოსტნეულისა და კარტოფილის შედგენილობაში გადადიოდა. ამიტომაც მიწა ყოველი მოსავლის შემდეგ უფრო მწირი ხდებოდა.
[[ფაილი:Co2verfuessiger.jpg|250px|მინი|ლიბიხის პერსონალური ლაბორატორია ]]
1840 წელს ლიბიხმა გამოაქვეყნა წიგნი „ორგანული ქიმის გამოყენება მიწათმოქმედებასა და ფიზიოლოგიაში“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა აგრონომიაში. ამ წიგნში ლიბიხმა ბრწყინვალედ განაზოგადა იმ დროისაათვის დაგროვილი ქიმიური ცოდნა მცენარეთა კვების კანონზომიერებაზე და წამოაყენა მცენარეთა მინერალური კვების ახალი თეორია. მაშინ ბევრმა მეცნიერმა - პავლოვმა რუსეთში, ბუსენგომ საფრანგეთში და შპრენგელმა გერმანიაში უკვე იცოდნენ, რომ მიწის განაყოფიერება შეიძლეობოდა გვარჯილის „შარდოვანას მარილის“ (შარდოვანას), ნაცრის, ძვლის ფქვილითა და თაბაშირით. მაგრამ სოფლის მეურნეები და თითქმის ყველა აგრონომი ლიბიხის წიგნის გამოსვლამდე თვლიდნენ, რომ სასუქად მხოლოდ ნაკელის გამოყენება შეილებოდა. იმ დროს გაბატონებული იყო მცენარეთა კვების ჰუმუსური თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მცენარეები უშუალოდ ნეშომპალათი-ჰუმუსით იკვებებოდნენ.
 
Line 39 ⟶ 38:
მინერალური სასუქების გამოყენების პროპაგანდამ, რასაც ლიბიხი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა, უკვე სიცოცხლეშივე გამოიღო ნაყოფი. მინერაული სასუქები არა მარტო იცავდა, არამედ ნიადაგს გამოფიტვისაგან და უნარჩუნებდა ნაყოფიერების იმდროინდელ დონეს, არამედ ზრდიდა მოსავალს. ამ გარემოებას საბოლოოდ უარყო ბურჟუაზიული მონაჭორი „კლებადი ნაყოფიერების კანონზე“. ზოგ ქვეყანაში მინერალურმა სასუქებმა XX საუკუნის დასაწყისისათვის ორჯერ გაზარდა მოსავალი 1840 წელთან შედარებით, როცა ლიბიხმა ის იყო წამოაყენა მცენარეთა მინერალური კვების თეორია.
 
ნიადაგის ნაყოფირების შენარჩუნების ძირითად კანონებთან ერთად ლიბიხმა დაამუშავა ადამიანებისა და ცხოველტა კვების მეცნიერული მიდგომის საფუძვლები. ეს გამოჩენილი მეცნიერის კიდევ ერთი დიდი დამსახურებაა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იუსტუს_ლიბიხი“-დან