სულეიმან II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
'''სულეიმან II''' ({{lang-tr|Süleyman II}}; დ. [[15 აპრილი]], [[1642]], [[სტამბოლი]] — გ. [[23 ივნისი]], [[1691]], [[ედირნე]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] [[ოსმალეთის სულთნების სია|სულთანი]] [[1687]]-[[1691]] წლებში, [[იბრაჰიმ I (თურქეთი)|იბრაჰიმ I-ისა]] და [[სალიჰა დილაშუბ სულთანი|სალიჰა დილაშუბ სულთნის]] ვაჟი, სულთან [[მეჰმედ IV|მეჰმედ IV-ის]] უმცროსი ძმა.
 
==ტახტზე ასვლამდე==
== ბიოგრაფია ==
სულეიმან II დაიბადა [[1642]] წელს, [[თოფქაფის სასახლე]]ში, [[სტამბული|სტამბულში]]. ის იყო [[იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია)|სულთან იბრაჰიმის]] მეორე ვაჟი. [[1648]] წელს იბრაჰიმი ტახტიდან ჩამოაგდეს და შეცვალეს მისი 6 წლის ვაჟით, მეჰმედით. ამის შემდეგ სულეიმანი და მისი დანარჩენი ძმები თითქმის 40 წლის განმავლობაში, [[1648]]-[[1687]] წლებში, თავისი დიდი ბაბუის, [[მეჰმედ III]]-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, იმყოფებოდაგამოკეტილნი იზოლაციაში და გამოკეტილი იყოიყვნენ [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]} [[კაფესი|კაფესში]]ში, სპეციალურ გისოსებში. თუმცამიუხედავად მისიამისა, ძმის,სულეიმანი [[მეჰმედ IV]]-ის მემკვიდრედ სწორედ ის განიხილებოდა, რადგან [[1617]] წლიდან მოყოლებული [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სასულთნო ტახტის მფლობელად დინასტიის ყველაზე უფროსი შეჰზადე ითვლებოდა.
 
==მმართველობა==
[[ჰაბსბურგთა მონარქია|ჰაბსბურგთა ავსტრიის]] წინააღმდეგ დაწყებული [[დიდი თურქული ომი]]ს წარუმატებლობის გამო, [[1687]] წლის ნოემბერში, სულთან [[მეჰმედ IV]] [[იანიჩარები|იანიჩრებმა]] ტახტიდან ჩამოაგდეს და სულთნობა სწორედ სულეიმანს უბოძეს.
 
სულეიმან II სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული, მან გაატარა რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა, რომლებსაც არანაირი კარგი შედეგი არ მოუტანიათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიისათვის. სულეიმანი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და დროის უმეტესობას ლოცვაში ატარებდა, ხოლო სახელმწიფო საქმეებს განაგებდნენ მისი ვეზირები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა]] ([[1689]]-[[1691]] წწ.).
 
მისი მმართველობის პერიოდში [[ოსმალეთის იმპერია]] იბრძოდა [[რუსეთის სამეფო]]ს, [[ჰაბსბურგთა მონარქია|ჰაბსბურგთა ავსტრიისა]] და [[პოლონეთი]]ს წინააღმდეგ. [[1688]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალები]] დაუპირისპირდნენ [[ავსტრია]]-[[პოლონეთი]]ს გაერთიანებულ არმიას მდინარე [[დუნაი]]ს პირას. ბრძოლამდე 2 თვით ადრე სულეიმანმა დახმარების წერილი გაუგზავნა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა]] იმპერატორს, [[აურანგზები|აურანგზებს]], მაგრამ უარი მიიღო. თურქები სასტიკად დამარცხდნენ და დაკარგეს [[ბელგრადი]]. [[1690]] წელს [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა|ფაზილ მუსტაფა-ფაშა]]ს სარდლობით თურქებმა შეძლეს [[ბელგრადი]]ს დაბრუნება, მაგრამ მცირე ხნით.
 
სულთანი გარდაიცვალა [[1691]] წელს გულის [[წყალმანკი]]თ, თავის საყვარელ ედირნეს სასახლეში. დაკრძალეს [[სულეიმანიეს მეჩეთი|სულეიმანიეს მეჩეთში]]. მის შემდეგ ოსმალეთის სულთანი გახდა მისი უმცროსი ძმა, [[აჰმედ II]].