მურად II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 48:
ევროპის ქვეყნებმა, [[რომი]]ს პაპ [[ევგენი IV]]-ის მეთაურობით, მალევე დაარღვიეს დადებული ხელშეკრულება და განაახლეს ომი [[ოსმალეთის იმპერია]]სთან. ამიტომ, მურადი იძულებული გახდა სახელმწიფო საქმეებს დაბრუნებოდა. იგი სათავეში ჩაუდგა ოსმალეთის არმიას და [[1444]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] სასტიკად დაამარცხა ქრისტიანული ძალები [[ვარნის ბრძოლა]]ში. შედეგად, ოსმალებმა საბოლოოდ დაიკავეს [[ვარნა]]. [[1446]] წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]] მურადი ოფიციალურად დაბრუნდა ტახტზე.
 
[[File:Murad_II_and_John_Hunyadi.jpg|მინი|მარცხნივ|170პქ200პქ|მურად II და იანოშ ჰუნიადი]]
[[1448]] წელს უნგრეთის მმართველმა იანოშ ჰუნიადიმ განაახლა ომი ოსმალეთის იმპერიასთან. მან არმიასთან ერთად გადაკვეთა მდინარე [[დუნაი]] და დაბანაკდა ქალაქ [[კოვინი|კოვინთან]] ახლოს. ჰუნიადი ერთ თვეზე მეტ ხანს ელოდა დამხმარე არმიას, მაგრამ [[ალბანეთი]] ამ ბრძოლაში ჩართვას არ აპირებდა. უნგრელებს დახმარება მხოლოდ [[ვლახეთი]]ს მმართველმა, ვლადისლავ II-მ აღმოუჩინა. 17-20 ოქტომბერს კოსოვოს ველზე მიმდინარეობდა ბრძოლა ოსმალეთისა და უნგრეთ-ვლახეთის არმიებს შორის. მურად II პირადად მეთაურობდა საკუთარ ჯარს. ბრძოლა დასრულდა უნგრეთ-ვლახეთის არმიის სრული მარცხით და ისინი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურად_II“-დან