ონორე გაბრიელ მირაბო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: la:Honoratus Gabriel de Riqueti, comes de Mirabeau
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:564px-Honoré Mirabeau 4.jpg|thumb|right|ონორე მირაბო]]
'''ონორე გაბრიელ მირაბო''' რიკეტი (*დ.[[9 მარტი]], [[1749]], [[ბინიონი]], ქ.ნემურის ახლოს ― გ. [[2 აპრილი]], [[1791]], [[პარიზი]]), [[ფრანგები|ფრანგი]] პოლიტიკოსი, გრაფი, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე.
 
მარკიზ დე მონიეს ცოლთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ "პიროვნების შეურაცხყოფისათვის" [[1776]] დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ [[1785]] წელს ამნისტიით პარიზში დაბრუნდა. [[1789]] აირჩიეს გენერალური შტატების დეპუტატად მარსელისა და ექსის მესამე წოდებიდან. იყო ფეოდალური აბსოლუტისტური რეჟიმის მტერი, დაუნდობლად ამხელდა მას, მაგრამ რევოლუციური მასების როლის ზრდასთან ერთად თანდათან კონსერვატორულ პოზიციებზე გადავიდა და მსხვილი ბურჟუაზიის(რომელიც ცდილობდა რევოლუციის განვითარების შეჩერებას)ლიდერი გახდა. მან საიდუმლო კავშირი დაამყარა სამეფო კართან ([[1790]] აპრილი). დიდი გასამრჯელოსა და თავისი უზომო ვალის გადახდის საფასურად მირაბო სამეფო კარის საიდუმლო აგენტი გახდა. რევოლუციის წინაშე მისი ღალატი მხოლოდ მონარქიის დამხობის ([[1792]] წლის [[10 აგვისტო]]) შემდეგ გამომჟღავნდა, ამიტომ დიდი პატივით პანთეონში დაკრძალული მირაბოს ნეშტი სენ-მარსოს გარეუბანში, დამნაშავეთა სასაფლაოზე, გადაიტანეს.