კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 107:
[[ფაილი:Colchis-coins.jpg|thumb|left|კოლხური მონეტები]]
[[ფაილი:Normal Colchian Axes from Tli Cemetery-tli2C tomb 282.jpg|მინი|[[კოლხური ცული]]. ბრინჯაოს ხანის ერთ ერთი გამორჩეული სოამარი იარაღი.]]
ძვ. წ. XII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფო. ძველ სამყაროში კარგად ცნობილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს. ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც კოლხა ან კულხა. პირველად წყაროებში (კილხი//კოლხა) იხსენიება ტიგლათფილესერის ჩრიდლოეთის ლაშქრობისას. ძვ.წ. 1112 წელს იგი იხსენებს ამ მხარიდან მოსულ "60 მეფეს", როგორც ჩანს ამ დროს ტომობრივი კონსოლიდაცია ჯერაც არ იყო დასრულებული რადგან ერთი მეთაური არ ჩანს. თუმცა შემდგომში რეგიონში აგრესიული სახელმწიფოების მომძლავრებამ დააჩქარა ამ ტომების კონსოლიდაცია. დაპყრობლის წინაამღდეგ გაერთიანება მალე მყარ პოლიტიკურ და კულტურულ გაერთიანებაში გადაიზარდა და ამავე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა კოლხას სამეფო. მისი ტერიტორია მოიცავდა სამხრეთით ჭოროხის აუზიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან, ჩრდილოეთით კოლხეთის მთისწინეთამდე. ამ გაერთინებამ კოლხური კულტურის აერალი ერთი მმართველის ხელქვეით მოაქცია. დაჩქარდა მეტალურგიული განვითარება. მცირე აზიის ცენტრებთან კულტურულმა და პოლიტიკურმა კავშირებმა გააძლიერა მიწათმოქმედების და მესაქონლეობის დარგები. ასევე ვაჭრობა. ეს იყო უკვე ერთიანი პოლიტიკური ერთეული "მეფით", "მეფისნაცვლებით", რომლებიც პროვინციებს მართავენ, "სამეფო ქალაქებით" და ა.შ. ტიგლათფილესერის შემდეგ ლურსმნული წყაროები სდუმან. შემდგომ კოლხა ისევ ჩნდება ურარტუულ წყაროებში. არგიშთი მეორის მიერ დიაოხის მრავალგზის დარბევის და შემდეგ მისი დაპყრობის პროცესში, კოლხებმა გამოიყენეს ხელსაყრელი ვითარება და დიაოხის ჩრდილოეთ პროვინციები დაიპრეს. ეს ჩანს ჩანაწერებში. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მანამდე დიაოხის შემადგენლობაში იხსენიება ურარტუულ წყაროებში. შემდგომში კოლხეთის ქვეშემრდომადაა აღნიშნული. მაგ. ხასას ქვეყანა. სამხრეთი კი ურარტუს დარჩა. კოლხა და ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს და მათ შორის მალევე დაიწყო სისხლისმღვრელიი ომები. თავდაპირველად კოლხებმა წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა შემდგომში რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდამუსა) ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ძვ. წ. 750-748 ("გავემართე სალაშქროდ კოლხთა ქვეყნის წინაამღდეგ, ღვთაება ხალდის ხახა, ხასას მეფე მისი ხალხითურთ იქედან წავიყვანე ტყვედ და დავასახლე ჩემს ქვეყანაში") ომში. ეს იყო უმნიშვნელო ლაშქრობა რადგან ეს ჩრდილოეთ დიაოხში ლაშქრობაა რაც კოლხებისთვის არც ისე საგანგაშოა. სარდური მის მეფესთან არ იბრძვის. მეორე ლაშქრობის 744-742 წწ. ომებისას როგორც ჩანს ურარტუელებიურარტელები უკვე საკუთრივ კოლხას სამხრეთ პროვინციებში იჭრებიან ქვეყნის სიღრმისაკენ. სარდური იპყრობს "სამეფო ქალაქ" ილდამუსას და მის მეფისნაცვლებს ატყვევებს. ლურსმნულ წარწერებში "სამეფო ქალაქი" დედაქალაქს არ აღნიშნავს. აქ კოლხეთის მეფისნაცვლები მსხდარან თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი უნდა ყოფილიყო. სარდური ამჯერადაც თავს იკავებს კოლხას ძირითად ძალებთან შებძოლებისგან. ქალქის საშველად მოსულა კოლხეთის მეფე თავისი არმიით, სამწუხაროდ ლურსმნულ წარწერაში მისი სახელის დიდი ნაწილი წაშლილია და დარჩენილია სახელის დაბოლოების მხოლოდ ორი ასო - "სა". სარდურს დაურბევია დასახლელები და ნადვლით უკან გაბრუნებულა. როგორც ჩანს, კოლხასა და ურარტუს შორის ომები მერვე საუკუნის მანძილზე თითქმის არც შეწყვეტილა.
[[ფაილი:Colchian necklace.jpeg|მინი|250x250პქ|კოლხური ოქროს ყელსაბამი]]
[[ფაილი:Colchian scent bottle 4th century BC.jpg|მარცხნივ|მინი|კოლხური ვერცხლის სურა]]
კოლხეთის ძლიერების ეპოქად სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნე მიიჩნევა, საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთიდან ნომადების დიდი შემოსევები დაიწყო. ძვ.წ. დაახლ. 720 წელს კიმერიელთა დიდი ნაკადები შემოიჭრა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩრიდლოეთ შავიზღვისპირეთის მხრიდან. შემოსევა იმდენად დამნგრეველი იყო, რომ კიმერიელთა სახელი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (გიმირ//გმირი). ამას დაერთო მალე სკვითების შემოსევაც დარუბანდის მხრიდან, რომლებიც კიმერიელებს ედგნენ კვალში, რამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სამხრეთ კავკასიას. საბოლოოდ მოსპო მზარდი კოლხური კონსოლიდაცია. კიმერიელთა დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ წყაროები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II-ის (ძვ.წ. 722-705) დროინდელ დოკუმენტში. აქ საკმაო ცნობებია იმ საშინელი დამარცხების შესახებ, რომელიც ურარტუელებსურარტელებს და კოლხებს განუცდიათ კიმერიელებთან ომში. ეს დამარცხება უნდა მომხდარიყო დაახლ. არაუადრეს ძვ.წ. 715 წელს. გამარჯვებული კიმერიელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მცირე აზიის ზოგიერთ ოლქში დასახლდნენ და აქ სამეფოებიც შექმნეს. დას. საქართველოში მრავლადაა ამ პერიოდის სამაროვნები და სკვითური იარაღები აღმოჩენილი ასევე კიმერიული შუბისპირები, ნოამადური აკინაკები და ა.შ,.ამრიგად კოლხამ არსებობა შეწყვიტა, მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ნაწილი მზობელ მხარეებში გადასახლდა. მთიელმა ტომებმა ბარში ჩამოსვლა იწყეს. სიტუაციის მეტ-ნაკლებად ჩაწყნარების შემდეგ კოლხა-დიაოხის ტერიტორიულ არეალში პირველობას იწყებენ ხალიბები, რომელთა კულტურაც და ძალაც კრინის მაღალი განვითარებიის კულტურას და მეტალურგიას ეფუძნებოდა. შემდგომში ხალიბებს ანაცვლებენ სასპრები, რომელბმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფორმირებაში. მიდიის მიერ ურარტუს განადგურბის შემდეგ (ძვ.წ. 590წ) დას. საქართველოში დაჩქარდა ადრინდელი პროცესები და მომზადდა ნიადაგი ახალი მზარდი კონსოლიდაციისათვის. დამარცხებული ურარტუელებისურარტელების ნაწილი სომხებს შეერია ერთი ნაკადი კი ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მათ თან მოიტანეს არალეს კულტი.აქემენიანთა იმპერიის შექმნის შემდეგ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქართული ტომების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა, ამას თან დაერთო დას. საქართველოში ბერძენთა ინტენსიური მიგრაცია და დასავლეთის სამყაროსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა. სამხრეთ კავკასია იქცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის თანხვედრის ადგილად. რეგიონი იქცა მსხვილ პოლიტიკუ-ეკონომიკურ რგოლად საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკაში. კოლხეთი ბერძნულ სამყაროს დაუახლოვდა, ხოლო აღმოსავლეთით სასპერების და მესხების გაერთიანება მიდიელებსა და სპარსელებს. დაუძლურებულმა კოლხურმა ტომებმა თითქმის საუკუნის შემდეგ შეძლეს მეორედ აღორძინება ბერძნული კოლონიზაციის პირობებში. კოლხურ სამყაროში შემავალი ტომების ნაწილი (ტაოხები, სასპერები, ხალდები, ხალიბები) უშუალოდ სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და 19-ე სატრაპიის ფარგლებში შევიდნენ. შედარებით ჩრდილოეთ ნწილში მცხოვრებმა ტომებმა კი ნებაყოფლობითი ძღვენი დააწესეს სპარსეთის მეფის მიმართ - ყოველ ხუთ წელიწადში 100 ვაჟი და 100 ქალწული.
 
===ბერძნული კოლონიზაცია===